ნადიბანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნადიბანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადიბანის დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.

ეკლესია უაფსიდოა, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვის ირეგურალური წყობით. აღმოსავლეთ კედელში პატარა, სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიშენებული. მეორე სარკმელი დასავლეთ კედელშია, შესასვლელის გვერდით. იგი სათოფურადაც გამოიყენებიდა. ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდესთან თითო პატარა კვადრატული ნიშია. დარბაზი გადახურულია სხმული კამარით. კამარას განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს და გრძივ კედლებთან თანხვედრის საზღვარზე კუთხეს ქმნის. ინტერიერი შელესილია, შენობა გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]