ნაგურუს ნაეკლესიარი
იერსახე
ნაგურუს ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგურუში, აგებულია შუა საუკუნეებში.
ნაეკლესიარი მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წალენჯიხიდან 25კმ-ს დაშორებით სამანქანო გზაზე. ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის შვერილაფსიდიან ეკლესიას, რომელიც თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით. საძირკველი რომელიც დღეს შემორჩენილია 150 სმ-ს სიმაღლეზე ნაშენია კლდის უსწორმასწორო ქვითა და ქვიშა ქვით კირის დუღაბზე. რიგების წყობა დაცულია. კლდის ქვა ასევე გამოყენებულია კედლების საპირე წყობებისათვის, ხოლო მათ შორის კირის დუღაბთან ერთად ჩაყრილია სხვადასხა ტიპის ქვა. ეკლესიას შესასვლელი სავარაუდოდ ექნებოდა დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8976