ნაბეჭდი სქემა
იერსახე

ნაბეჭდი სქემა — ერთ დაფაზე მოთავსებული ელექტროაპარატურის ან რადიოაპარატურის კვანძი, რომლის ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ნაბეჭდი მონტაჟის მეშვეობით. ნაბეჭდი სქემის სახით ამზადებენ მრავალ პასიურ ელემენტს: რეზისტორებსა და კონდესატორებს, საინდუქციო კოჭებსა და ტრანსფორმატორებს, გადამრთველებს, ზემაღალი სიხშირის ელემენტებს, ზოლურ ფილტრებს, ატენიუატორებს და ა. შ. ნაბეჭდ სქემას ფარავენ ტენ- და თერმომედეგი ლაქით. ამგვარად ამზადებენ აგრეთვე ჰიბრიდული და აფსკიანი ინტეგრირებული მიკროსქემების პასურ ელემენტებსაც.
ნაბეჭდი სქემა გამოყენების შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება მონტაჟის სიმკვრივე, უმჯობესდება დამზადების ტექნოლოგიურობა და რადიოელექტრონულ მოწყობილობათა კვანძების საიმედოობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.