მჭამელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მჭამელი.
მჭამელა

Chrysosplenium alternifolium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ფხიჯასნაირნი
ოჯახი:  ფხიჯასებრნი
გვარი:  მჭამელა
ლათინური სახელი
Chrysosplenium L., 1753

მჭამელა[1] (ლათ. Chrysosplenium) — მცენარეთა გვარი ფხიჯასებრთა ოჯახისა. მრავალ- და ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ ხორციანი ღეროები. ფოთლები განლაგებულია მორიგეობით ან მოპირისპირედ, მთლიანი და ყუნწიანია. ყვავილები პატარაა, შეკრებილია კენწერულ ფარისებრ ყვავილედში, რომელიც გარშემორტყმულია ყვითელ-მწვანე ყვავილთანური ფოთლებით. ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია. ცნობილია 50-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არატროპიკულ ოლქებში და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ ზონაში. გვარის ლათინური დასახელება შეიცავს ბერძნული ძირის სიტყვას — splen („ელენთა“), რომელიც მიიღო ადრე ელენთის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენების გამო.[2]

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაყაშვილი ა., ბოტანიკური ლექსიკონი : მცენარეთა სახელწოდებანი, მე-3 გამოც., თბ.: „მეცნიერება“, 1991. — გვ. 53.
  2. Красовская Л. С. Селезёночник // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 695.
  3. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 239, ISBN 978-9941-26-391-0.