მწვანულა (სოკო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მწვანულა.
მწვანულა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tricholoma equestre (L.) P. Kumm., 1871

მწვანულა (ლათ. Tricholoma equestre ან Tricholoma flavovirens) — ფირფიტოვანთა ჯგუფის სოკო. ქუდი 5–10 სმ დიამეტრისა და ამოზნექილია, ბლაგვი ბორცვით შუაში, ლორწოვანი გარსითაა დაფარული, ფერად მოყვითალო-მომწვანოა, ცენტრში მეტად მუქი. ფეხი ხშირად თითქმის მთლიანად არის ჩაფლული მიწაში. რბილობი თეთრია, გარსის ქვეშ მოყვითალო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. უმთავრესად იზრდება ფიჭვნარში შემოდგომით. თავისი კვებითი თვისებებით მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის სოკოებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]