მწერლის სახლი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწერლის სახლიმირ ჯალალ ფაშაევის სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბაქოში, აზერბაიჯანში.

მწერლის სახლი გაიხსნა 2017 წლის 27 აპრილს იჩერიშეჰერში მდებარე შენობაში, სადაც ცხოვრობდა მწერალი, მეცნიერი, მასწავლებელი მირ ჯალალ ფაშაევი.

მწერალი ამ სახლში 1920-1940 წლებში ცხოვრობდა. მწერლის სახლი მისი დაბადებიდან 109 წლისთავთან დაკავშირებით გარემონტდა. სწორედ ამ სახლში შექმნა მწერალმა „ახალგაზრდის მანიფესტი“ და რამდენიმე სატირული მოთხრობა. მუზეუმში გამოფენილია მწერლის ფოტოები, ასევე მისი წიგნები.

2017 წლის ბოლოს სახლ-მუზეუმში გაიხსნა აზერბაიჯანული ენის, კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის შემოქმედებითი ცენტრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]