მშრალი ყინული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მშრალი ყინული — მყარი ნახშირორჟანგი (CO2). ჩვეულებრივ პირობებში „მშრალი ყინული“ აქროლადია (გალღობის გარეშე გადადის აირად მდგომარეობაში). გარეგნულად ყინულის მსგავსია. ტექნიკური „მშრალი ყინულის“ სიმკვრივეა დაახლოებით 1560 კგ/კუბ.მ.; იყენებენ საკვები პროდუქტების გასაცივებლად (მაგ. ნაყინის), დაბალი ტემპერატურების მისაღებად და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]