მუშა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუშა.

მუშაქართული ყოველდღიური გაზეთი, ქართველი ანარქისტების ორგანო; გამოდიოდა 1906 წელს თბილისში. გამოიცა 52 ნომერი. თანამშრომლობდნენ პ. გუჯაბიძე, ვ. ღოღელიანი, კ. ჭუბაბრია და სხვები. რედაქტორი-გამომცემელი — მ. დიასამიძე. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]