მუშა და გლეხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშა და გლეხი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი, საქართველოს კპ (ბ) ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტისა და საგუბერნიო რევოლუციური კომის ორგანო; გამოდიოდა 1921 წლის აპრილიდან 1924 წლის 23 დეკემბრამდე [1921 წლის მაისიდან — საქართველოს კპ (ბ) ქუთაისის სამაზრო კომიტეტისა და სამაზრო რევოლუციური კომიტეტის ორგანო, 1923 წლიდან — ქუთაისის სამაზრო კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო]. აშუქებდა მუშათა და გლეხთა ცხოვრებასა და საქმიანობას. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]