მუსა იაგუბი
მუსა იაგუბი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1937 |
დაბადების ადგილი | ბუინუზი |
გარდაცვალების თარიღი | 7 მაისი, 2021 (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბუინუზი |
დასაფლავებულია | ბუინუზი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ჯილდოები | People’s Poet of Azerbaijan |
საიტი | musayaqub.az |
მუსა იაგუბი (აზერ. Musa Yagub, 10 მაისი, 1937, ბუინუზი, ისმაილის რაიონი — 7 მაისი, 2021, ბუინუზი, ისმაილის რაიონი) — აზერბაიჯანელი პოეტი, რედაქტორი, აზერბაიჯანის ეროვნული პოეტი (2019),[1] აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსა იაგუბი დაიბადა 1937 წლის 10 მაისს ისმაილის რაიონის სოფელ ბუინუზში. დაწყებითი განათლება მიიღო ისმაილში, შემდეგ კი გოიჩაის პედაგოგიურ სკოლაში. მან ასევე მიიღო ფილოლოგიური განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მუშაობდა ისმაილის რეგიონში გაზეთ „ზახმიატკეშის“ რედაქტორად.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს დირექტორის მოადგილე, ასევე აზერბაიჯანის ჟურნალის პოეზიის განყოფილების გამგე.
1957 წელს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი პირველი ლექსი "პირველი გული, პირველი სამყარო" დაიბეჭდა აზერბაიჯანულ გაზეთში. ავტორია 18 წიგნისა, რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.[2]
1995-2000 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი.
მიენიჭა ახუნდოვის პრემია.
2019 წლის 25 მაისს მიენიჭა საპატიო წოდება „სახალხო პოეტი“.
მრავალი წლის განმავლობაში პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა. გარდაიცვალა 84 წლის ასაკში, 2021 წლის 7 მაისს. დაკრძალეს ისმაილის რაიონის მშობლიურ სოფელ ბუინუზში.