მურჯიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მურჯი'ა (არაბ. مرجئة — ირჯა' - გადადება) — ისლამის სხვადასხვა დოგმატური სკოლების მიმდევრების საერთო სახელწოდება, რომლებიც ემხრობოდნენ ალაჰის სამსჯავრომდე ამქვეყნიურობაში ადამიანის ქმედებების შესახებ „გადაედოთ“ კამათი. ისინი რწმენას ქმედებებზე წინ აყენებდნენ. მურჯიტი ღვთისმეტყველები თავიანთ ოპონენტებთან აწარმოებდნენ აქტიურ პოლემიკას, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა მურჯიტული დოგმატიკა.

აღმოცენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ პერიოდში ისლამური აზროვნება შეხვდა სხვადასხვა ეთნიკურ და ფილოსოფიურ ჯგუფებს, რომლებმაც მასზე მრავალმხრივი გავლენა მოახდინა. მურჯიტები თეოლოგიურ სკოლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხარიჯიტებს უპირისპირდებოდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ცოდვისა და ჭეშმარიტი მუსლიმის განსაზღვრა.[1]

ხარიჯიტებთან დაპირისპირების დროს მურჯიტები ამტკიცებდნენ, რომ ხალხის რწმენის შესახებ კამათი უნდა გადადებულიყო. თვითონ სიტყვა მურჯი'ა ნიშნავს „გადადებას“.[2] მურჯიტული დოქტრინის მიხედვით, მხოლოდ ალაჰს აქვს უფლებამოსილება, განსაჯოს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მუსლიმი და ვინ არა.[3] ასევე ეს თეოლოგიური სკოლა ყველა სხვა მუსლიმს მუსლიმური თემის ნაწილად მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ მურჯიტები ყველას ომაიანებისა და ნახევრად მორწმუნე ახალმოქცეული მუსლიმების მიმართ ტოლერანტობისკენ მოუწოდებდნენ.[4]

სწავლება ცოდვის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარიჯიტებისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიდნენ, რომ „მძიმე“ ცოდვის ჩამდენი ადამიანი „ურწმუნოა“, მურჯიტები ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა და ალაჰისადმი მორჩილება უფრო მთავარია, ვიდრე ქმედებები. მათ სჯეროდათ, რომ მუსლიმი "მძიმე" ცოდვის ჩადენის შემდეგაც მუსლიმად რჩებოდა და სამოთხეში მოხვედრა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ მორწმუნედ დარჩებოდა.[5]

მურჯიტების დოქტრინა „მძიმე“ ცოდვის ჩადენის შესახებ მოგვიანებით სხვა ისეთმა ისლამურ სკოლებზე მოახდინა გავლენა, როგორიცაა მატურიდების, აშარიტებისა და მუთაზილიტების სკოლა.[6]

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანიკიძე, გ, & გელოვანი, ნ. (2009). ისლამი. თბილისი, საქართველო: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-102-8
  • Ibn Taymīyah, Abī al-ʻAbbās Taqī al-Dīn Aḥmad ibn ʻAbd al-Ḥalīm. al-Fatāwá.
  • Fakhry, Majid (2004). A History of Islamic Philosophy, 3rd ed. Columbia University Press. ISBN 0-231-13221-2.
  • Izutsu, Toshihiko (2001). Concept of Belief in Islamic Theology. The Other Press. ISBN 983-9154-70-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ibn Taymīyah, Abī al-ʻAbbās Taqī al-Dīn Aḥmad ibn ʻAbd al-Ḥalīm. "al-Fatāwá"., 5: 555-556; 7: 195-205; 7: 223
  2. Nigosian, Solomon Alexander (2004). Islam: Its History, Teaching, and Practices. Indiana University Press. p. 59.
  3. Isutzu, Concept of Belief, p. 55-56.
  4. Isutzu, Concept of Belief, p. 55.
  5. Fakhry, Islamic Philosophy, p. 40-41.
  6. Izutsu, Concept of Belief, p.57-59