შინაარსზე გადასვლა

მუდმივი ძრავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუდმივი ძრავა, მარადიული ძრავა,[1] პერპეტუუმ მობილე (ლათ. Perpetuum Mobile— „მარადიული მოძრაობა“) — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც ერთხელ ამუშავებული შეასრულებდა მუშაობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, გარედან ენერგიის მიწოდების გარეშე. ასეთი ძრავა ეწინააღმდეგება ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონს და შესაბამისად განუხორციელებელია. განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ამგვარი მანქანის მუშაობის შესაძლებლობა ნიშნავდა არაფრიდან ენერგიის მიღებას, ანუ მიღებული ენერგია მასზე დახარჯულ ენერგიაზე მეტია (მ. ქ. კ. > 100%-ზე).

მუდმივი ძრავის პირველი პროექტები შეიქმნა XIII საუკუნეში (ვილარ დე ონეკური, 1245, ინგლისი; პიერ დე მარიკური, 1269, საფრანგეთი). მუდმივი ძრავის იდეა გავრცელდა XVI-XVII საუკუნეებში, მანქანურ წარმოებაზე გადასვლის ეპოქაში. XIX საუკუნემდე მუდმივი ძრავის პროექტების რაოდენობა იზრდებოდა. მისი შექმნის იდეამ მოიცვა არა მარტო ფანტაზიორ-თვითნასწავლები, რომლებიც ნაკლებად იცნობდნენ ფიზიკის საფუძვლებს, არამედ ზოგიერთი მეცნიერიც. 1775 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ უარი თქვა მუდმივი ძრავის პროექტების განხილვაზე.

მუდმივი ძრავების თანამედროვე კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • პირველი ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელსაც შესწევს უნარი იმუშაოს საწვავის ან და სხვა ენერგო რესურსების გამოყენების გარეშე. მათი არსებობა ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის პირველ კანონს, აქედან გამომდინარე ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.
  • მეორე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც ამოქმედებისას გარდაქმნიდა მთელ ენერგიას სითბურ ენერგიად, რომელსაც შთანთქამდა ირგვლივ მყოფი სუბსტანციებიდან. ეს კი ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, აქედან გამომდინარე, ამოქმედების ყველა მცდელობა განწირულია.
  • მესამე ტიპის მუდმივი ძრავა — წარმოსახვითი მანქანა, რომელიც გამორიცხავს ხახუნს, ხოლო მოძრაობა შესრულდება მასის ინერციიდან გამომდინარე. თუმცაღა შეუძლებელია ასეთი მანქანის შექმნა, რადგანაც ის იქნება მხოლოდ თავის თავის მამოძრავებელი. ეს ძალიან წააგავს პლანეტათა მოძრაობას, ხახუნი კოსმოსში ნულია, ხოლო პლანეტებს რამხელა მასა აქვთ თავად მოგეხსენებათ. აქედან გამომდინარე დიდი მასის წარმოსახვითი მანქანა უფრო მუშა უნდა იყოს ვიდრე მცირე ზომის. თუმცაღა ასეთი მანქანა იმოძრავებდა, მაგრამ მისგან ნებისმიერი ენერგიის მოტაცება მის მოძრაობას ან შეანელებდა ან საბოლოოდ დაასრულებდა. ერთადერთი ენერგიის რაოდენობა რომლის მიღებასაც ჩვენ შევსძლებთ ასეთი მექანიზმიდან ეს იქნება მაქსიმუმ ის ენერგია რომელსაც ჩავდებთ დასაწყისში მის ასამოქმედებლად.

1775 წელიდან პარიზის აკადემიამ მუდმივი ძრავების არარეალისტურობიდან გამომიდნარე გადაწყვიტა რომ აღარ მიეღო გამოგონების დაპატენტებაზე განცხადებები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 426.