მსხლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსხლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტოო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხლებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძეგლი წარმოადგენს ჯავის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ გუმბათოვან ეკლესიას. ნაგებია შირიმით, ფლეთილი და რიყის ქვით, ასევე, ქართული აგურით. აბსიდი შვერილწახნაგოვანია. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით მოკლე მკლავებში გაჭრილია თითო კარი. ეკლესიაზე სამი მხრიდან მიდგმული იყო კარიბჭე, რომელთაგან მხოლოდ დასავლეთისაა სრული სახით შემორჩენილი. მასზე, ქართული აგურით ნაშენი სამრეკლოა აღმართული. სამრეკლო ოთხფერდა თუნუქის სახურავითაა გადახურული. ეკლესიის გუმბათი ჩაქცეულია, ყელიც ნაწილობრივ დანგრეულია. მის რვაწახნაგში ოთხი სარკმელია. ინტერიერში შელესილობის კვალი მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004