მრავალმჭრელიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მრავალმჭრელიანები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ჩანთოსნები
ქვერიგი: მრავალმჭრელიანები
ლათინური სახელი
Polyprotodontia

მრავალმჭრელიანები (Polyprotodontia), ძუძუმწოვრების ქვერიგი ჩანთოსნების რიგისა. უმთავრესად ხორცისმჭამელი ცხოველებია. ზედა ყბის თითოეულ მხარეზე ჩვეულებრივ 5-4 საჭრელი კბილი აქვთ, ქვედაზე — 4-3. ზოგიერთ მრავალმჭრელიანებს ჩანთა არ უვითარდება. ასეთი სახეობები მეტი ნაყოფიერებით გამოირჩევიან (ზოგჯერ 10-ზე მეტ ნაშიერს შობენ). გავრცელებული არიან ავსტრალიაში და მოსაზღვრე კუნძულებზე, აგრეთვე ამერიკაში. მრავალმჭრელიანების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: ამერიკული ოპოსუმისებრნი, მტაცებელი ჩანთოსნები, ჩანთოსანი ჭიანჭველიჭამიასებრნი, ჩანთოსანი თხუნელისებრნი და ავსტრალიური ბანდიკუტისებრნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ.162, თბ., 1984