მოჯადოებული კურდღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოჯადოებული კურდღელი
Bewitched Bunny
ჟანრი იუმორისტული; საოჯახო
ფილმის ტიპი ტრადიციული ანიმაცია
რეჟისორი ჩაკ ჯონსი
სცენარის ავტორი მაიკლ მალტეზე
კომპოზიტორი კარლ სტალიბგი
ანიმატორი(ები) კენ ჰარისი; ბენ უეშემი; ლლოიდ ვოგანი
სტუდია Warner Bros.
პრემიერა 24 ივლისი, 1954
ხანგრძლივობა 7 წუთი
ქვეყანა აშშ აშშ-ის დროშა
ენა ინგლისური

მოჯადოებული კურდღელი (ინგლ. Bewitched Bunny) — 1954 წლის ამერიკული მულტფილმი. პაროდია ძმები გრიმების ზღაპარზე „ჰენზელი და გრეტელი

სიუჯეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგზ ბანი დასეირნობს ტყეში და კითხულობს ძმები გრიმების ზღაპარს „ჰენზელი და გრეტელი“. უცებ ის ხედავს ზღაპრის გმირებს- პატარა ბავშვებს -სინამდვილეში. მათ ეპატიჟება თავისთან ჯადოქარი ჰეიზელი. კურდღელი გადაწყვეტს ბავშვები გადაარჩინოს. ბავშვები გაიქცევიან, თუმცა ჯადოქარი ჰეიზელი გადაწყვეტს ვახშმად კურდღელი მოამზადოს. იგი კურდღლის მოსაჯადოებლად იყენებს მაგიურ წამლებს, თუმცა ბაგზ ბანიც შეძლებს ჯადოქრის დამარცხებას. შედეგად ჯადოქარი ჰეიზელი გარდაიქმნება კურდღელ-გოგონად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]