მოხალისეობა
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. |
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მოხალისეობა}} |
მოხალისეობა — არაანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ნებაყოფლობით დროის დახარჯვას, მომსახურების შესრულებას ან/და დახმარების გაწევას, რომლის მიზანია სოციალური სარგებლის მოტანა.
მოხალისეობის ცნების ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის ის, რომ მისი განხორციელებისთვის პიროვნება არ იღებს ფულად ან სხვა სახის ანაზღაურებას.
მოხალისე - ფიზიკური პირი, რომელიც თმობს დროსა და ხარჯავს ენერგიას საზოგადოებისათვის სარგებლის მოსატანად, ეხმარება, ასრულებს მომსახურებას ან იღებს ვალდებულებას ნებაყოფლობით.
მოხალისეობრივი საქმიანობა არსებითად მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან ზოგადად, საზოგადოების სასარგებლოდ. წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმს. თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება, ახალი ინტერესის სფეროს გაჩენა, ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, საკუთარი ინიციატივების განხორციელება, სოციალური სარგებლიანობის შეგრძნება, ახალი ადამიანების გაცნობა, პროფესიული გამოცდილების შეძენა - ეს მოტივაციის ის ფორმებია, რომლებიც შეიძლება ამოძრავებდეს მოხალისეს და ისინი ხშირად გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებისაა ვიდრე მატერიალური სარგებლის მიღება.