მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი (კრასნოე-სელო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი
მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი (კრასნოე-სელო) — რუსეთი
მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი (კრასნოე-სელო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′03″ ჩ. გ. 37°40′03″ ა. გ. / 55.78417° ჩ. გ. 37.66750° ა. გ. / 55.78417; 37.66750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730317004
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი (რუს. Храм Всех Святых) — ნოვო-ალექსეევის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის კრასნოე-სელოს რაიონში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1887-1891 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ყველა წმინდანის სახელზე. ეგვტერები ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ყველა წმინდანის ტაძარი ააგეს კრასნოე-სელოში 1853 წელს, ერთ-ერთ უძველეს მოსკოვისპირა სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში არსებობდა. პირველი ისტორიული წყარო რომელშიც კრასნოე-სელო მოიხსენიება მიეკუთვნება 1480 წელს. 1837 წელს მოსკოვის ცენტრიდან გარეუბანში ალექსეევის მონასტერი. 1887-1891 წლებში ახალ სასაფლაოზე ააშენეს ყველა წმინდანის ტაძარი, რომლის ეგვტერიც იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ნაკურთხი.

XX საუკუნის დასაწყისში ნოვო-ალექსეევკის მონასტერში ოთხი ტაძარი არსებობდა: ჯვართამაღლების, ალექსი ღვთისკაცის, ყველაწმინდისა და მიქაელ მთავარანგელოზის. ამათგან საბჭოთა პერიოდს გადაურჩა მხოლოდ ორი: ყველაწმინდისა და ალექსი ღვთისკაცის.

ყველა წმინდანის სახელობის ტაძარს გამოიყენებდნენ როგორც არქივს. ალექსი ღვთისკაცის ეკლესია გადააკეთეს პიონერთა სახლად, ხოლო ყოფილი სასაფლაოს ადგილზე მოაწყვეს პიონერთა პარკი.

1991 წელს ყველა წმინდანის ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამავე წელს ტაძარში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1990 წელს ეკლესიასთან გაიხსნა სალავური გიმნაზია (სკოლა № 1305).

ამჟამად ტაძართან მოქმედებს თავშესაფარი კარის ეკლესიით (გაიხსნა 1994 წელს), საკვირაო სკოლა (1991 წლიდან), საეკლესიო-სამრევლო სკოლა (1995 წლიდან), ხატწერის სახელოსნო (1995 წლიდან), საქველმოქმედო ფონდი „ართოსი“ (2002 წლიდან).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]