მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კაპოტნია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კაპოტნია) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (კაპოტნია)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°38′21″ ჩ. გ. 37°47′30″ ა. გ. / 55.63917° ჩ. გ. 37.79167° ა. გ. / 55.63917; 37.79167
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734839000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის კაპოტნიის რაიონში. მისამართი კაპოტნინის პირველი გასასვლელი, სახლი 10.

ტაძარი აგებულია 1860-1870-იან წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს 1866-1870 წლებში სოფელ კაპოტნიაში. ამ პერიოდამდე ტაძრის ადგილზე იდგა ხის ტაძარი, რომელიც ცნობილი იყო 1659 წლიდან[1], დაზიანდა ქარიშხლის შედეგად 1804 წელს. ტაძარი აგებულია ფსევდორუსულ სტილში. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი და არქიტექტორი უცნობია[2].

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1938 წელს. შენობაში კი განათავსეს ქარხანა და საწყობი. ეკლესიას მიაშენეს ნაგებობები. ასევე დაანგრიეს ტაძრიდან 50 მეტრში მვებარე ღვთისმშობლის შობის ტაძარი[2]. ღვთისმსახურება ქვის ტაძარში აღდგა 1991 წელს[1][2].

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის შობის სახელზე, ხოლო ეგვტერები ნაკურთხია ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ერთი საკურთხეველი ასევე ნაკურთხია ლეონტი როსტოველის სახელზე[2][3].

ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს ყოველდღიურად (გარდა ორშაბათისა), ლიტურგია კი დილის 9 საათზე. ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა და ქველმოქმედთა ჯგუფი[1][3].

ტაძრის სიწმინდეა ღვთისმშობლის ხატი „მიცვალებულთა სასჯელი“. ტაძრის დღესასწაულია 21 სექტემბერი[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Сорок Сороков. — 3-е изд. — М.: АСТ:, 2005. — Т. 4. — 663 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Храм в честь Рождества Пресвятой Богородицы в Капотне. Благотворительный фонд «Русское православие». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-04-24.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Храм Рождества Пресвятой Богородицы в Капотне. Благочиние Петропавловского округа города Москвы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2012-04-01.
  3. 3.0 3.1 3.2 Храм рождества Пресвятой Богородицы В Капотне