მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (გოროდნო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (გოროდნო) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (გოროდნო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°36′12″ ჩ. გ. 37°37′40″ ა. გ. / 55.60333° ჩ. გ. 37.62778° ა. გ. / 55.60333; 37.62778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736805000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. მისი ძველი სახელწოდებაა სოფელ პოკროვსკის ღვტისმშობლის კვართის ეკლესია.

ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთის ადმინისტრაციული ოლქის ჩერტანოვო-იუჟნოეს რაიონში. მისამართი პოკროვსკის ქუჩა № 24. წარმოადგენს აღნიშნული რაიონის ერთადერთ შემონახულ ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლს.

ამჟამინდელი ეკლესია აგებულია 1722 წელს. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის კვართის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იოანე ნათლსიმცემლის მშობლების ზაქარიასა და ელისაბედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1627 წლიდან ეკლესია ხისგანაა აშენებული. 1722 წელს მოძველებული ხის ეკლესიის ადგილზე ააგეს ქვის ტაძარი. 1878 წელს ეკლესიასთან ააშენეს ეგვტერი და მიაშენეს სამრეკლო. 1895 წელს სატრაპეზოც ააშენეს არქიტექტორ მიხეილ კონსტანტინეს ძე პრიოროვის პროექტის მიხედვით.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1938 წელს. 1941 წელს მოანგრიეს სამრეკლოს ზედა ნაწილი, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების პილოტების მიერ სამრეკლოს გამოყენება სამიზნეებად.

საბჭოთა მმართველობის წლებში ტაძრის შენობაში განათავსეს ფაბრიკა „მეტალისტი“. 1990 წლის შემოდგომაზე დაიწყო ტაძრის აღდგენა რაიონის მორწმუნე საზოგადოების ფინანსებით. 1991 წელს აღდგომის დღესასწაულზე აკურთხეს ტაძრის პირველი ეგვტერი და იქიდან მოყოლებული სისტემატიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]