მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′46″ ჩ. გ. 37°36′02″ ა. გ. / 55.74611° ჩ. გ. 37.60056° ა. გ. / 55.74611; 37.60056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737086000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Ржевской Божьей Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნის დასაწყისში. დაარსდა 1540-იან წლებში და საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია 1929 წელს.

ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ააგეს XVI საუკუნის 40-იან წლებში რჟევიდან მოსკოვში გადაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების სახელზე[1], რომელთა შორის იყო რჟევის ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ხატი, რომელიც გამოჩნდა 1539 წელს სოფელ კლოჩკის მახლობლად ქალაქ რჟევის მახლობლად[2]. მოჭედილობის მოხსნის შემდეგ ხატი უკანვე გააგზავნეს რჟევში, ხოლო მოჭედილობა განათავსეს ეკლესიაში, რომელიც ქალაქის გარეუბანში, ჩერნოტოლეში მდებარეობდა. მოგვიანებით აქ 1585-1593 წლებში ქვისგან ააგეს ბელი-გოროდის ციხესიმაგრის კედელი. 1686 წელს ჩერნოტოლეში დიდი ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად ეკლესია დაიწვა. ამ ხანძრის შემდეგ ეკლესია პეტრე ტიმოთეს ძე კონდირინმა გადააკეთა კლასიციზმის სტილში[1] და უკვე 1689 წლისთვის იგი მოიხსენიება როგორც ქვის ნაგებობა. ამის შემდეგ მას მიაშენეს ეგვტერები მოსკოვის პატრიარქ ალექსი ღვთისკაცისა და წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[3].

XIX საუკუნის ბოლოს ეკლესიის კედლები საკმაოდ მოძველდა და არქიტექტორმა ა. ა. ნიკიფოროვმა 1896-1898 წლებში ააშენა ახალი სატრაპეზო და კოშკური სამრეკლო. რჟევის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ინტერიერი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი თეთრი ქვის კანკელით და მინის მოზაიკით. კანკელის ავტორია ფერწერის აკადემიკოსი ვ. დ. ფარტუსოვი[3].

მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეკლესია დახურეს და საბოლოოდ 1929 წელს დაანგრიეს, რის შემდეგაც მის ადგილზე ააშენეს საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]