მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (იასენევო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი
Церковь Петра и Павла в Ясеневе.jpg
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (იასენევო) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°36′00″ ჩ. გ. 37°32′57″ ა. გ. / 55.60000° ჩ. გ. 37.54917° ა. გ. / 55.60000; 37.54917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710532009
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1751-1753

მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (რუს. Храм Петра и Павла) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის იასენევოს რაიონში. აგებულია 1751-1753 წლებში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მოცქულების პეტრესა და პავლეს სახელზე. ეგვტერები -წმინდა ბარბარეს, ღვთისმშობლის ხატის - ზეციური სასწაულისა და სერგი რადონეჟელის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილ სოფელ იასენოვოში (რომელიც მოიხსენიება XIV საუკუნეში და სადაც უკვე არსებობდა ტაძარი) რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია იყო: 1626 წელს აქ ააგეს ხის ეკლესია წმინდა მოწამენის: პისტის, ელპიდის, აღაპისა და მათი დედის სოფიოს სახელზე. 1674 წელს ძველი ეკლესიის გვერდით ააგეს ღვთისმშობლის ხატის - ზეციური სასწაულის სახელობის ეკლესია.

ამჟამად არსებული ტაძრის შენობა ააგეს 1751-1753 წლებში ელიზავეტინის (მოგვიანო) ბაროკოს სტილში და აკურთხეს მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე. სოფლის მფლობელი ამ პერიოდში იყო თევდორე ლოპუხინი, იმპერატორ პეტრე I დიდის სიმამრი.

თავდაპირველად ქვის ტაძარი შედგებოდა ერთი, კუბის ფორმის ცენტრალური საკურთხევლისაგან, რომელსაც რვაკუთხა და რვა სარკმლიანი გუმბათი ედგა.

1822 წლის 9 ივლისს ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი მარია ტოლსტაიამ და ნიკოლოზ ტოლსტოიმ, მწერალ ლევ ტოლსტოის მშობლებმა.

იასენოვოში თავად სერგეი გაგარინის მმართველობის პერიოდში მოხდა ტაძრის რეკონსტრუქცია. 1832 წელს მას მიაშენეს თბილი კუთხის ეგვტერი, რომელიც აკურთხეს დიდმოწამე წმინდა ბარბარეს (თავადის ცოლის ზეციური მფარველის) სახელზე. თავადმა ასევე ააგო სამრეკლოც. 1860-1865 წლებში ტაძარს ხელახალი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც შეიცვალა ტაძრის სახე და მიიღო ის სახე, რომელიც ამჟამად აქვს.

ეკლესიას ჰქონდა სამი საკურთხეველი: ცენტრალური მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე (ოდიკი აკურთხეს 1826 წლის 26 თებერვალს), სამხრეთისა - სერგი რადონეჟელის სახელზე (ოდიკი აკურთხეს 1861 წლის 20 ოქტომბერს) და ჩრდილოეთისა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე (ოდიკი აკურთხეს 1832 წელს).

1930-იან წლებში ტაძარი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა საბჭოთა მეურნეობის საწყობად, დახურეს. 1973-1976 წელს შენობის ფასადი გაარემონტეს.

1989 წელს ტაძარი, საეკლესიო მსახურთა სახლთან ერთად გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ტაძრის პირველი წინამძღვარი გახდა ალექსანდრე ტოროპოვი. 1997 წლიდან ოპტინის უდაბნოს მეტოქია.

ტაძართან მოქმედებს საკვირაო სკოლა, მართლამადიდებლური ლიტერატურის ბიბლიოთეკა და საეკლესიო მაღაზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Коробко М. Ю. Ясенево // Усадебное ожерелье Юго-Запада Москвы. — 3-е изд., испр. — М.—СПб., 1997.
  • Коробко М. Ю. Москва усадебная. Путеводитель. — М., 2005. — С. 311—332.
  • Коробко М. Ю. Усадьба Ясенево: Историко-краеведческий очерк // Московский журнал. — 2013. — № 3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]