მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესია
მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′58″ ჩ. გ. 37°36′40″ ა. გ. / 55.73278° ჩ. გ. 37.61111° ა. გ. / 55.73278; 37.61111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710969000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ზარუდნი
თარიღდება XVII საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

მოსკოვის იოანე მხედრის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Воина) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის იაკიმინკის რაიონში. ეკლესიის შენობა ააგეს 1704-1713 წლებში, პეტრე I დიდის მეფობის პერიოდში. პროექტის ავტორია ივან ზარუდნი.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ალექსი მხედრის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლშაია იაკიმინკისა და მდინარე მოსკოვს შორის მდებარე დაბლობი გაზაფხულობით რეგულარულად იტბორებოდა. აქ განთავსებული იყო დასახლება, რომელშიც ცხოვრობდნენ სტრელცები, პოლონელები და სხვა.

1709 წელს, პეტრე I-მა, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლის შემდეგ, გადაწყვიტა 1625 წელს აგებული წმინდა იოანეს სახელობის ეკლესიის დანგრევა, რომელიც მდებარეობდა მდინარესთან ახლოს და აეშენებინა ახალი ტაძარი ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილზე. ეკლესიას ააგებდნენ პოლტავის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად. გადმოცემის თანახმად ახალი ეკლესია ააგეს თავად მეფის ნახაზების მიხედვით.

1711 წელს დასრულდა სატრაპეზოს მშენებლობა სამხრეთის ეგვტერთან ერთად. მთლიანი ტაძრის კურთხევა კი შესრულდა 1717 წლის 12 ივნისს რიაზანის ეგზარქოს, მიტროპოლიტ სტეფან იავორსკის მიერ. 1759 წელს ააშენეს ჩრდილოეთის ეგვტერიც.

1754-1758 წლებში შემაოვლეს აგურის ფუნდამენტზე დაფუძნებული ღობე. 1785-1796 წლებში ტაძარში მსახურობდა მატვეი დესნიცკი - ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის მომავალი მიტროპოლიტი, რომელმაც ახალგაზრდობის წლებშივე გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო მოქადაგემ.

1779-1791 წლებში ეკლესია გააფორმეს გავრილ დომოჟიროვმა (ფრესკები) და ვასილი ბაჟენოვმა (კანკელი). მათი ნამუშევრები დაიკარგა 1860-იან წლებში. 1928 წელს ეკლესიაში დააყენეს ახალი კანკელი, რომელიც მოიტანეს წითელ ჭიშკართან მდებარე დანგრეული ეკლესიიდან.

1906 წლიდან გარდაცვალებამდე, 1922 წლამდე, ტაძრის წანამძღვარი იყო ქრისტეფორე ნადეჟდინი. მის დროს ტაძარმა აღნიშნა დაარსებიდან 200 წლისთავი, რომლის დროსაც საზეიმო ლიტურგია აღავლინა მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტმა ვლადიმერ ბოგოიავლენსკმა. 1922 წელს წინამძღვარი ქრისტეფორე დაადანაშაულეს საეკლესიო ფასეულობების დატაცების საწინააღმდეგო ქმედებაში და დახვრიტეს მოსკოვის რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენის შესაბამისად რამდენიმე სხვა ბერთან ერთად (მათი კანონიზაცია მოხდა 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ).

ტაძარი ღვთისმსახურებისთვის არასოდეს არ დახურულა და არ ყოფილა ობნოვლენცების ხელში. 1930-იან წლებში რამდენიმე სიწმინდე დახურული ეკლესიებიდან გადმოიტანეს აღნიშნულ ტაძარში. ერთ-ერთი მსგავსი ტაძარი იყო მირონ მეუდაბნოეს სახელობის დაკეტილი ტაძარი, რომლის წინამძღვარი ალექსანდრე ვოსკრესენსკი შემდეგ გახდა იოანე მხედრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი (გ. 1950 წ.).

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის არქიტექტურა აერთიანებს მოსკოვური და უკრაინული ბაროკოს სტილებს, რომელზეც შეიმჩნევა ევროპული გავლენა. ტაძრის არქიტექტორები უცნობები არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Протоиерей Владимир Рожков. Церковь святого Иоанна Воина на Якиманке в Москве. // ЖМП. 1968, № 4, стр. 8—14.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]