მორბედაანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორბედაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მორბედაანში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია შირიმის ქვა.

დარბაზული ეკლესია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. დარბაზი ნათდება დასავლეთის და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ნაოთხალია. ეკლესიას გარს შემოუყვება გალავანი, რომელიც ყორექვითაა ნაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 131