მონტოკის პროექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
AN/FPS-35

მონტოკის პროექტი (ინგლ. The Montauk Project) — კონსპირაციული თეორია, რომელიც ფილადელფიის ექსპერიმენტის გაგრძელება იყო, რომლის ფარგლებში, ისეთი ტექნოლოგია უნდა შეექმნათ, რომელიც რადიოლოკატორებისთვის უხილავი იქნებოდა. იგი ლონგ-აილენდის აღმოსავლეთ კონცხზე, ВВС-ს მიტოვებული რადიოლოკაციური სადგურის შენობაში ტარდებოდა. თეორია ამტკიცებს, რომ მონტოკის საჰაერო ძალების სადგურში არსებობდა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტების სერია, რომელიც ჩატარდა ფსიქოლოგიური ომის ტექნიკისა და ეგზოტიკური კვლევის შემუშავების მიზნით, რომელიც მოიცავდა დროში მოგზაურობასაც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონგ-აილენდის რუკა

სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდა ქალაქ მონტოკში მდებარეობდა და მას ერთი პერიოდი დოქტორი ჯონ ფონ ნოიმანი ხელმძღვანელობდა. ის, პროექტის ფარგლებში, იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ ცვლილებებს სწავლობდა, რომლებმაც განზომილებებს შორის, დროში და სივრცეში იმოგზაურეს. მეცნიერებს იმის გარკვევა უნდოდათ, თუ რატომ მოახდინა ადამიანებზე ფილადელფიურმა ექსპერიმენტმა ასეთი გავლენა. 1957 წელს, ნოიმანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხოლო, მის მიერ მომზადებული საბუთებით, 1960 წელს მეცნიერებმა დაფინანსება მოიპოვეს და მონტოკის პროექტზე მუშაობა ოფიციალურად გააგრძელეს. დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მეცნიერებმა კონგრესს, ანგარიშის სახით წარუდგინეს, ირკვევა, რომ მათ რამდენიმე ადამიანის სხვა განზომილებაში გადაყვანა და უკან დაბრუნება, მსხვერპლის და ყოველგვარი უარყოფითი შედეგის გარეშე შეძლეს. ანგარიშში საუბარი იყო ასევე, ადამიანის ცნობიერების კონტროლზე და განზომილებათა შორის მოგზაურობაზე. 1967 წელს მონტოკის პროექტი დაიხურა. კონგრესმა მისი დაფინანსება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტი მაიც გაგრძელდა და როგორც ამბობენ, 1983 წლამდე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, მასში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორის, უმრავლესობა უსახლკაროები და 11-დან 16 წლამდე ბიჭები იყვნენ. ექსპერიმენტის რეალური შედეგები გასაიდუმლოებულია და უცნობია.

მონტოკის პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა წიგნების სერია მონტოკის პროექტი, რომლის ავტორები პრესტონ ნიკოლსი (დ. 24 მაისი, 1946) და პიტერ მუნი არიან. 2015 წელს გადაიღეს ფილმი Montauk Chronicles, რომელშიც, პრესტონ ნიკოლსი, ალფრედ ბილეკი და სტიუარტ სვერდლოუ მონაწილეობდნენ. ფილმმა მოიპოვა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო ფილიპ კ. დიკის კინოფესტივალზე, ნიუ-იორკში

Netflix-ის სერიალი უცნაური ამბები (2016) გარკვეულწილად შთაგონებული იყო მონტაკის პროექტით და ერთ დროს, სიტყვა მონტაკი მის სამუშაო სათაურად გამოიყენებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]