მონოპოლიური რენტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რენტა (მრავალმნიშვნელოვანი).

მონოპოლიური რენტაკაპიტალისტურ მეცნიერებაში არსებული მიწის რენტის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც იქმნება ღირებულებაზე ზევით საქონლის მონოპოლიურ ფასში გაყიდვისას. სოფლის მეურნეობაში მონოპოლიური რენტა წარმოიქმნება იმ მიწებზე, სადაც იწარმოება იშვიათი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (მაგალითად, ყურძნის განსაკუთრებული ჯიშები და სხვა), მოპოვების მრეწველობაში იშვიათი ლითონების მოპოვებისას. როცა მცირეა ისეთი მიწების ნაკვეთები, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ საქონლის წარმოებისათვის, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, იქმნება მიწაზე მონოპოლიური რენტის წარმოქმნის საფუძველი, ვინაიდან ასეთი საქონელი ბაზარზე მეტ ფასში იყიდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]