მონა ვან დუაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მონა ვან დუაინი
Mona Van Duyn.jpg
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1921(1921-05-09)[1] [2]
დაბადების ადგილი Waterloo[3] [4]
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 2004(2004-12-02)[5] [1] [2] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი University City[3]
საქმიანობა პოეტი[4] , რედაქტორი[4] და მწერალი
ენა ინგლისური ენა[6]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი აიოვის უნივერსიტეტი[4] და University of Northern Iowa[4]
Magnum opus Near Changes[7] და Firefall[8]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[9] , ბოლინგენის პრემია[10] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[11] , National Book Award for Poetry[12] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Academy of American Poets Fellowship[13] და Shelley Memorial Award[14]

მონა ჯეინ ვან დუინი (დ. 9 მაისი, 1921 — გ. 2 დეკემბერი, 2004) — ამერიკელი პოეტი. აშშ-ის პოეტ-ლაურეატი (1992). [15]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონა ჯეინ ვან დუინი დაიბადა ვატერლოოში, აიოვას შტატში. იგი გაიზარდა პატარა ქალაქ ელდორაში (3,200 ადამიანი), სადაც დიდი მონდომებით კითხულობდა ქალაქის ბიბლიოთეკაში და ლექსებს წერდა, სკოლის ასაკში, სხვებისგან მალულად, ბლოკნოტებში. ვან დუინმა ბაკალავრიატი დაამთავრა აიოვას მასწავლებელთა სახელმწიფო კოლეჯში 1942 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიენიჭა პროგრამა აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1943 წელს. ის და ტერსტონი გადიოდნენ დოქტორანტურის კურსებს აიოვაში. 1946 წელს იგი ლუისვილის უნივერსიტეტის ინსტრუქტორად დაიქირავეს, ზუსტად მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა პროფესორის ასისტენტი. 1947 წელს მათ ერთად დაიწყეს მუშაობა პროექტზე — „პერსპექტივა: ლიტერატურისა და ხელოვნების კვარტალი“ და ეს წამოწყება ჟურნალად გადააქციეს ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სენტ-ლუისში, როდესაც ისინი 1950 წელს გადავიდნენ. ნაწარმოებ პერსპექტივის საბოლოო ვერსია გამოუშვეს 1975 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენტ-ლუისში, ტერსტონი გახდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინგლისურის განყოფილების კათედრის თავმჯდომარე, რის შემდეგაც ვან დუინი და ტერსტონი მართავდნენ შემოქმედებითი მწერლებისა და კრიტიკოსების უნიკალურ ლიტერატურულ წრეს, რომელშიც შედიოდნენ: პოეტი ჰოვარდ ნემეროვი, რომანისტი და კრიტიკოსი უილიამ გასი, რომანისტი სტენლი ელკინი, პოეტები დონალდ ფინკელი და ჯონ მორისი, კრიტიკოსი რიჩარდ სტანგი, ავტორები — ვეინ ფილდსი, ნაომი ლებოვიცზი და სხვები.) აგრეთვე ვან დუაინი და ტერსტრონი ეძებდნენ ახალგაზრდა, ტალანტის მქონე მწერლებს აშშ-ის გარშემო და აქვეყნებდნენ დუგლას ვულფის, ენტონი ჰეხტისა და სხვა ავტორების ნამუშევრებს.

მხატვრის, ჯოან ელკინის 1993 წლის ნახატი „ჯარვის ტერსტონი და მისი წრე“. ასახავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლიტერატურული საზოგადოების მთავარ წევრებს. ქალბატონი ვან დუაინი გამოსახულია მჯდომარე პოზაში. მის უკან არიან პოეტი დონალდ ფინკელი (სათვალეებში) და მხატვარი არტურ ოსვერი.

ვან დუინი იყო პოეტ ჯეიმზ მერილის მეგობარი და 1960-იანი წლების შუა პერიოდში უზრუნველყო მისი ნაშრომების დაცვა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალურ კოლექციებში. მუშაობდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კოლეჯში პენსიაზე გასვლამდე 1990 წელს. 1983 წელს, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა პოემების მეხუთე წიგნი, იგი ინგლისის კათედრაზე ასისტენტ პროფესორად დაინიშნა და 1987 წელს მიიწვიეს ხელოვნების და წერილების ეროვნული ინსტიტუტის წევრად. [16]

პოეტის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვან დუინმა მოიგო აშშ-ის ყველა მთავარი პრიზი პოეზიაში, მათ შორის ეროვნული წიგნის პრემია (1971), [17] ბოლინგენის პრიზი (1971), რუთ ლილის პოეზიის პრიზი (1989) და პულიცერის პრემია (1991) ახლო ცვლილებებისთვის. [18] იყო აშშ–ის პოეტების ლაურეატი 1992–დან 1993 წლამდე. მიუხედავად ჯილდოებისა, მისი კარიერა მერყეობდა დიდებასა და ბუნდოვანებას შორის. მისი შეხედულებები სიყვარულისა და ქორწინების საკითხის მიმართ, თაღლითობიდან და ოპტიმიზმამდე იცვლება.

დანახვა, აღება“ (1970) იყო ლექსების კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო სამი წინა წიგნი და ზოგიერთი მანამდე უცნობი ნამუშევარი. მან დაიმსახურა მოიპოვა პოეზიის ეროვნული წიგნის ჯილდო . [17] 1981 წელს გახდა ამერიკელი პოეტების აკადემიის თანამშრომელი, შემდეგ კი, 1985 წელს, თორმეტი კანცლერიდან ერთ-ერთი, რომელსაც უფლება ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე ემუშავა ამ პოსტზე. ბოლოდროინდელი ლექსების კრებული, სახელწოდებით — If It Be Not I (1992), მოიცავდა პირველად მოგროვებული პოემების ოთხ კრებულს. იგი გამოიცა ახალი კოლექციის — Firefall-ის პარალელურად.

1993 წელს იგი შეიყვანეს სეინტ-ლუისის დიდების დარბაზში. 1996 წელს აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონა ვან დუაინი გარდაიცვალა 2004 წლის 2 დეკემბერს, ძვლის სიმსივნით თავის სახლში, საუნივერსიტეტო ქალაქში, მისურის შტატში, 83 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Freebase Data DumpsGoogle.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1109.
  5. http://www.desmoinesregister.com/article/99999999/FAMOUSIOWANS/603120338/Van-Duyn-Mona
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. https://openlibrary.org/books/OL2217898M/Near_changes
  8. https://openlibrary.org/works/OL4283940W/Firefall
  9. http://www.gf.org/fellows/all-fellows/mona-van-duyn/
  10. http://bollingen.yale.edu/poet/mona-van-duyn
  11. http://www.pulitzer.org/winners/mona-van-duyn
  12. https://www.nationalbook.org/people/mona-van-duyn/
  13. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  14. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  15. Poet Laureate Timeline: 1991-2000. Library of Congress. ციტირების თარიღი: 2009-01-01.
  16. Famous Iowans: Van Duyn, Mona. The Des Moines Register. ციტირების თარიღი: May 16, 2010.
  17. 17.0 17.1 "National Book Awards – 1971". National Book Foundation. Retrieved 2012-04-07.
    (With acceptance speech by Van Duyn and essay by Dilruba Ahmed from the Awards 60-year anniversary blog.)
  18. "Poetry". Past winners & finalists by category. The Pulitzer Prizes. Retrieved 2012-04-07.