მონადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონადა (ძვ.ბერძნ. μονάς — ერთეული, ერთიანი) — ფილოსოფიური ტერმინი, რომელსაც იყენებენ არსებულის უმარტივესი, განუყოფელი ელემენტების აღსანიშნავად. თავდაპირველად ხმარობდნენ როგორც მატერიალისტები (დემოკრიტე), ისე იდეალისტები (პითაგორელები, არისტოტელე, პლატონი, ნიკოლოზ კუზანელი). ჯორდანო ბრუნო მასში გულისხმობდა იდეალურისა და მატერიალურის პირველად განუყოფელ ერთიანობას. შემდეგ იგი იდეალისტურ ფილოსოფიაში დამკვიდრდა ატომის საპირისპირო ელემენტარული სულიერი პრინციპის აღსანიშნად (ა. ლაიბნიცი, კ, ვოლფი, ი. ჰერბარტი, რ.ჰ. ლოცე). თანამედროვე მეცნიერებაში მოძღვრება მონადის, როგორც სამყაროს განუყოფელი პირველსაწყისის შესახებ უარყოფილია ბუნებისმეტყველების მიერ. მას მხოლოდ ისტორიულ-ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, გვ. 89, თბ., 1984წელი