მომხმარებელი:Datuna02

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარისპირა

ბარისპირა – (B e t o n i c a), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ჩვეულებრივ ფესურიანი ბალახია, რომელსაც ჩხროსებრ შეკრებილი ყვავილები აქვს. მოიცავს 15 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და წინა აზიაში. საქართველო-ში ბარიდან მაღალმთის სარტყლამდე გავრელებულია 6 სახეობა. ორი მათგანი ენდემურია: აფხაზეთის ბარისპირა (Betonica abchasica), რომელიც იზრდება სუბალპურსა და ალპურ სარტყელში კირქვიანებზე, და ოსეთის ბარისპირა (Betonica osetica) , ხარობს იმავე სარტყელში ღორღიანეზე. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ჩვეულებრივია მთის ბარისპირა (Betonica grandiflora), იგი ასპექტის (საერთო ელფერის) შემქმნელი დეკორატიული ბალახია; ძირითადად გავრცელებულია კავკასიაში, ნაწილობრივ მცირე აზიაში. ბარისპირას თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულია. ზოგი სამკურნალო მცენარეა − მაგალითად, სამკურნალო ბარისპირა (Betonica officinalis), რომელი ხშირად სარეველაა. ზოგიერთი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმოვან ზეთებს, ფისებს და სხვ.