მოკავშირეთა ომი (ძვ. წ. 91-87)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოკავშირეთა ომი.
მოკავშირეთა ომი
თარიღი ძვ. წ. 9187
მდებარეობა იტალია: სამნია, კამპანია, აპულია
Casus belli რომის სენატმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც იტალიკებს უარი უთხრეს რომის მოქალაქეობაზე. მოკლეს კანონის ინიციატორი მარკუს ლივიუს დრუზუსი
შედეგი იტალიკებმა მიიღეს რომის მოქალაქეობა
ტერიტორიული
ცვლილებები
სტატუს-კვო
მხარეები
რომის იმპერია მარსების ჯგუფი:
მარსები,
პელინები,
ვესტინები,
მარუცინები,
პიტენები,
ფრენტანები,
სამნიური ჯგუფი:
ჰირპინები,
პომპეი,
ვენოზა,
იაპიგები,
ლუკანია,
სამნიელები,
მეთაურები
სექსტუს იულიუს ცეზარი,
პუბლიუს რუტილიუს ლუპუსი
პომპეუს სტრაბო
სულა
კვინტუს ცეცილიუს მეტელიუს პიუსი
გაიუს მარიუსი
კვინტუს პობედიუს სილონი
გერიუს აზინიუსი
ტიტუს ლაფრენიუსი
ტიტუს ვეტიუს სკატონი
ძალები
200 000-მდე
Commons-logo.svg მოკავშირეთა ომი ვიკისაწყობში

მოკავშირეთა ომი, ასევე ცნობილი, როგორც მარსის ომი[1] და იტალიური ომიიტალიკების აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ძვ. წ. 91–87 წწ. აჯანყების მიზეზი გახდა რომის სენატის უარი იტალიკებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აჯანყებულებმა თავიანთ კავშირს „იტალია“ უწოდეს. კავშირს სათავეში ხუთასთა საბჭო ედგა. აჯანყებულებს შეუერთდნენ რომაელ კოლონისტთა დაბალი ფენები, პროვინციელები. რომაელები დათმობაზე წავიდნენ: ლ. იულიუსის კეისრის კანონით ძვ. წ. 90 წელს რომაელებმა მოქალაქეობის უფლებები მიანიჭეს ტომებს, რომლებიც აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ (ასეთები იყვნენ უმბრები და ეტრუსკები), მაგრამ აჯანყებულები გააფთრებით იბრძოდნენ. მაშინ რომაელებმა მოქალაქეობის მინიჭება აღუთქვეს ყველას, ვინც 60 დღეში იარაღს დაყრიდა. მოქალაქეობის უფლება მისცეს აგრეთვე ციზალპურ გალიას. ამან გათიშა აჯანყებულთა რიგები და ძვ. წ. 88 წლის ზაფხულში რომაელებმა იტალიკების წინააღმდეგობა დაძლიეს. რომაელებმა მოქალაქეობა მისცეს ყველა იტალიკურ ტომს, მაგრამ იმგვარად, რომ მათ ფაქტობრივად არავითარი სოციალურ-პოლიტიკური გავლენა არ გააჩნდათ. ყველა იტალიკური თემი პრაქტიკულად რომის მუნიციპიუმი გახდა. მოკავშირეთა ომმა რომის პოლისური ორგანიზაცია შეარყია, დააჩქარა იტალიის ლათინიზაციისა და იტალიელი ხალხის ჩამოყალიბების პროცესი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brunt, P.A. (1965). „Italian Aims at the Time of the Social War“. The Journal of Roman Studies. 55 (1/2): 90–109. doi:10.2307/297433. JSTOR 297433.
  • Brunt, P.A. (1971). Italian Manpower 225 B.C.–A.D. 14. Clarendon Press. ISBN 0-19-814283-8. 
  • Alberto Campana, La Monetazione degli insorti italici durante la Guerra Sociale (91-87 a.C.), Soliera, Edizioni Apparuti, 1987.
  • Dart, Christopher J. (2009). „The 'Italian Constitution' in the Social War: A Reassessment (91 to 88 BCE)“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte. 58 (2): 215–224. JSTOR 25598463.
  • Dart, Christopher J. (2014). [[[:თარგი:Googlebooks]] The Social War, 91 to 88 BCE: A History of the Italian Insurgency against the Roman Republic]. Ashgate. ISBN 978-1-4724-1676-6. 
  • Keaveney, Arthur (2005). [[[:თარგი:Googlebooks]] Rome and the Unification of Italy], 2nd, Liverpool University Press. ISBN 1-904675-37-9. 
  • Matyszak, Philip (2014). [[[:თარგი:Googlebooks]] Cataclysm 90 BC: The Forgotten War that Almost Destroyed Rome]. Pen & Sword Military. ISBN 978-1-84884-789-7. 
  • Salmon, E.T. (1958). „Notes on the Social War“. Transactions and Proceedings of the American Philological Association. 89: 159–184. doi:10.2307/283674. JSTOR 283674.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარსის ომი ეწოდა მარსების ტომის აქტიური როლის გამო