მოდო გაკუენ კოკუნ ტაუა
იერსახე

მოდო გაკუენ კოკუნ ტაუა (モード学園コクーンタワー Mōdo gakuen kokūn tawā?) — 204 მ სიმაღლის 50-სართულიანი საგანმანათლებლო დაწესებულება შინძუკუში, ტოკიო, იაპონია. შენობაში სამი სკოლაა განთავსებული: ტოკიო მოდო გაკუენ, HAL Tokyo და შუტო იკო. 2008 წლის ოქტომბერში დასრულებული შენობა მსოფლიოში სიმაღლით მეორე საგანმანათლებლო დანიშნულების ნაგებობაა და რიგით მე-17-ეა ტოკიოს თაცამბჯენებს შორის. ემპორისმა 2008 წელს წლის ცათამბჯენის ჯილდო მიაკუთვნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Mode Gakuen Cocoon Tower“ ვიკისაწყობში.