შინაარსზე გადასვლა

მნელნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მნელნიკი – ქალაქი ჩეხეთში, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, პრაღიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ის მანძილზე, არის მნელნიკის რაიონის ცენტრი. მდებარეობს მდ. ლაბეს მარჯვენა ნაპირზე, ვლტავის შესართავის საპირისპირო მხარეს. ქალაქის ისტორიული ცენტრი გაშლილია შემაღლებულ ადგილზე და მას კვეთს მდ. პშოვკა. დღევანდელი მნელნიკის ტერიტორია ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში იყო დასახლებული. ძველი ისტორიოგრაფული მოსაზრებების მიხედვით მნელნიკი IX-X სს წარმოადგენდა სლავური ტომის, პშოველების ცენტრს - დაახლოებით დღევანდელი სასახლის ადგილზე მდებარეობდა ციხე პშოვი.

მცხოვრებთა რაოდენობის ცვლილების შემდეგი ცხრილი ეფუძნება ქ. მნელნიკის სტრატეგიული დაგეგმვის 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ ემყარება ჩეხეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს.

წელი184619001910192119301950196119701982199120002009
მცხოვრებთა რაოდენობა 1 5818 9769 80610 50212 08911 91413 07615 48719 41719 73219 51419 173

მოსახლეობის სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცხოვრებთა ასაკობრივი შემადგენლობა 2009 წლისთვის, ეფუძნება ჩეხეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს.

მცხოვრებიპროცენტულად
0-14 წლის264313,79%
15-64 წლის1343770,1%
65+ წლის309316,11%
  • MIKOVEC, Ferdinand Břetislav. Starožitnosti a Památky země České.. Ilustrace Josef Vojtěch Hellich, Vilém Kandler. Praha : Kober a Markgraf, [1860]. Dostupné online. - kapitola Zámek Mělnický, s. 201-209.
  • E. Poche (vyd.), Umělecké památky Čech 2. Praha: Academia 1978.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]