მკრთალი ლურჯი წერტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
6 მილიარდი კილომეტრიდან დანახული დედამიწა პაწაწინა წერტილად (მოცისფრო-თეთრი ლაქა) ჩანს ღრმა კოსმოსის სიბნელის ფონზე.[1]

მკრთალი ლურჯი წერტილიპლანეტა დედამიწის ფოტოსურათი, რომელიც 1990 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსურმა ზონდმა რეკორდული მანძილიდან — 6 მილიარდი კოლომეტრიდან გადაიღო, როგორც მზის სისტემის ოჯახური პორტრეტების სერიები. ამ ფოტოსურათში პიქსელის ზომა (კონკრეტულად 0,12 პიქსელი) დედამიწა უკიდეგანო კოსმოსის ფონზეა ნაჩვენები. „ვოიაჯერ-1-მა“, რომელსაც თავისი მთავარი მისია დასრულებული ჰქონდა და მზის სისტემას ტოვებდა, ნასას ბრძანებით კამერა მოაბრუნა და დედამიწას გადაუღო სურათი. ეს კი კოსმოლოგმა კარლ სეიგანმა მოითხოვა.

შემდგომში, ფოტოსურათის სათაური კარლ სეიგანმა 1994 წელს თავისი წიგნის მთავარ სათაურად გამოიყენა — „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზონდი „ვოიაჯერ 1“
ზონდი „ვოიაჯერ 1“.

კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერ 1“ 722 კილოგრამიანი ამერიკული რობოტული მოწყობილობაა, რომელიც ნასამ 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვა[2] გარე მზის სისტემის[3] შესასწავლად და ბოლოს ვარსკვლავთშორისი სივრცე შეესწავლა.[4] მისი მუშაობის ხანგრძლივობაა 40 წელი, 2 თვე, 28 დღე. იგი იღებს ყოველდღიურ ბრძანებებს და მონაცემებს უკან უბრუნებს „ღრმა კოსმოსის კავშირს“. ის პირველი ზონდია, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ადამიანის მიერ დამზადებული დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ობიექტია.[4][5]

ზონდი ამჟამად გახანგრძლივებულ მისიაში იმყოფება, რომლის დავალებაა მზის სისტემის საზღვრების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და შესწავლა, კოიპერის სარტყლის, ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ჩათვლით.[3] ძირითადი მისია 1980 წლის 20 ნოემბერს დამთავრდა, როცა იგი დაეჯახა იუპიტერის სისტემას 1979-ში და სატურნისას1980-ში. „ვოიაჯერ 1“ პირველი კოსმოსური ზონდია, რომელმაც ორი უდიდესი პლანეტის და მათი დიდი მთვარეების დეტალური ფოტოები უზრუნველყო.[3]

თავიდან გათვლილი იყო, რომ ზონდი „ვოიაჯერ 1“ სატურნის შეჯახების შემდეგ აღრ იმუშავებდა. როდესაც მან სატურნს 1981 წელს ჩაუფრინა, სეიგანმა წამოაყენა იდეა, რომ ზონდს შემოებრუნებინა კამერა და დედამიწის უკანასკნელი ფოტო გადაეღო.[6] მან აღნიშნა, რომ ეს სურათი ძირითადად სამეცნიერო არ იქნებოდა, რადგან დედამიწა „ვოიაჯერის“ კამერაში ძალიან პატარა გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს ფოტო იქნებოდა ძალიან გამოყენებადი კოსმოსში ჩვენი ადგილის პერსპექტივაზე. მიუხედავად იმისა, რომ ნასას „ვოიაჯერის“ პროგრამიდან ბევრი მხარდაჭერი გამოჩნდა, უმეტესობა ფიქრობდა, რომ მზესთან ახლოს მყოფი დედამიწის ფოტოს გადაღება ზონდის ვიდეო სისტემას დააზიანებდა. 1989 წლის დასასრულისთვის ინსტუმენტის კალიბრაციებმა ფოტოების გადაღება უფრო შეაყოვნა. ტექნიკოსები, რომელთაც დაამზადეს მოწყობილობა და გადასცეს რადიო ბრძანებები ვოიაჯერ 1-ს, გაათავისუფლეს ან სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. საბოლოოდ, მაშინდელმა ნასას ადმინისტრატორმა რიჩარდ ტრულიმ მხარი დაუჭირა ფოტოს გადაღებას.[7][8] მკრთალი ლურჯი წერტილი ვიწრო კუთხიანი ფოტოა. ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ ასევე გამოაქვეყნა შედგენილი სურათი, რომელიც შეიცავდა ფართო კუთხიანი ფოტოს ნაწილს, სადაც მზე და კოსმოსის ის რეგიონი შედიოდა, რომელშიც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო და ჩაემატა ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო.[9]

სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიგანმა თქვა: „ყოველი ადამიანის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელზე მოხდა, რომელიც ჩვენი ერთადერთი სახლია“. 1994 წლის 13 ოქტომბრერს სეიგანი კორნელის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა.

მკრთალი ლურჯი წერტილი „ვოიაჯერ 1-ის“ კოსმოსური ხომალდით იქნა გადაღებული, როდესაც მან მზის სისტემის კიდეებს მიაღწია გაშვებიდან 12 წლის შემდეგ და 64 000 კმ/სთ სიჩქარით[7] მოძრაობდა რეკორდულ მანძილზე — 6 მილიარდი კილომეტრიდან.[10][11][12] როდესაც ზონდმა 1990 წლის 14 თებერვალს[13][14] ძირითადი მისია დაასრულა, ნასას ბრძანებით ის შემობრუნდა და მზის სისტემის პლანეტების ფოტო გადაიღო.[15][16] ბრძანების მიმდევრობის კონსტრუქცია და თითოეული სურათის დაყოვნების დროის გამოთვლა კოსმოლოგებმა ქენდი ჰენსენმა (რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია) და კაროლინ პორკომ (არიზონის უნივერსიტეტი) უზრუნველყვეს.[8] ნასას გადამღებმა ჯგუფმა პირველად მზის სისტემის გარე პლანეტები გადაიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მზის ახლოს კამერის მიმართვა დააბრმავებდა ზონდის კამერებს და მეტი სურათის გადაღებას ვეღარ შეძლებდნენ.[10] 1990 წლის 14 თებერვალსა და ამავე წლის 6 ივნისს შორის „ვოიაჯერ 1-მა“ 60 კადრი გადმოგზავნა დედამიწაზე, რომლებიც გადაღების შემდეგ ზონდზე არსებულ ჩამწერზე იქნა შენახული.[1][7][17] ამ გადმოგზავნილ სურათთაგან ერთ-ერთი დედამიწა იყო, რომელიც მკრთალი ლურჯი წერტილივით მოჩანდა.[10][18][19][20]

მკრთალი ლურჯი წერტილი ფართო კუთხიანი ფოტოს სახით იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეიცავდა მზესა და კოსმოსის იმ რეგიონს, სადაც დედამიწა და ვენერა ერთ დროს იყო. ფართო კუთხიან სურათს ორი ვიწრო კუთხიანი ფოტო დაამატეს, რომლებიც დედამიწასა და ვენერაზე იყო ცენტრირებული. ის გადაიღეს კამერის ყველაზე მუქი ფილტრით და ყველაზე მოკლე დაყოვნებით (5 მილიწამი), რათა თავიდან აეცილებინათ კამერის ვიდიკონის გაჟღენთა გაბნეული მზის შუქით. მზის სისტემის კიდეებში მყოფი „ვოიაჯერიდან“ მზე მცირე ზომის ჩანს ცაზე, მაგრამ ის მაინც 8 მილიონჯერ კაშკაშაა, ვიდრე დედამიწის ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი. მზის სურათი ბევრად დიდია ამ ფოტოში, ვიდრე მზის დისკოს ნამდვილი განზომილებები. მზის ირგვლივ არსებული სხივები არის კალიბრაციის ნათურის დიფრაქციის მოზაიკა, რომელიც დამონტაჟებულია ფართო კუთხიანი ლინზის წინ. ფოტო 640 000 ინდივიდუალური პიქსელისაგან შედგება.[7] ამ ფოტოში დედამიწა მდებარეობს ერთ-ერთი სინათლის გაფანტული სხივის ცენტრში, რადგან ფოტო გადაღებულია პატარა კუთხით მზესა და დედამიწას შორის.[21][18][19] ნასას თქმით, დედამიწის ზომა ერთ პიქსელზე ნაკლებია — სულ რაღაც 0,12 პიქსელი.[22][1][23][24] რადიოსიგნალს, რომელმაც დედამიწამდე მოიტანა სურათი, თითქმის 5 საათი და 30 წუთი დასჭირდა პლანეტამდე მოსაღწევად.[7] მკრთალი ლურჯი წერტილის დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ „ვოიაჯერ 1-მა“ ასევე მთვარეც აღმოაჩინა, თუმცა, ის იმდენად მკრთალია, რომ სპეციალური დამუშავების გარეშე შეუძლებელია დანახვა.[9]

მანძილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვოიაჯერ 1-ის მიახლოებითი ადგილმდებარეობა, როდესაც მან ფოტო გადაიღო

ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის HORIZONS-ის ვებ-ინტერფეის სისტემა უზრუნველყოფს ვებზე დაფუძნებულ ლიმიტურებულ ინტერფეისს მის HORIZONS-ის სისტემაზე, რომელიც გამოიყენება მზის სისტემის სხეულებისთვის ეფიმერიდების შესაქმნელად. ამ იარაღის თანახმად, მანძილები „ვოიაჯერსა“ და დედამიწას შორის 1990 წლის 14 თებერვალსა და 9 ივნისს შორის იყო[25]

ვოიაჯერ 1-ის ზონდის დაშორება დედამიწიდან
საზომი ერთეულები 14 თებერვალი, 1990 9 ივნისი, 1990
ასტრონომიული ერთეული 40,4722269111071 40,6835761263791
კილომეტრი 6,054,558,968 6,086,176,360
მილი 3 762 136 324[26] 3 781 782 502[26]

კარლ სეიგანის აზრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ სეიგანმა თავის წიგნში „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“ თავისი მოსაზრებები ამ ფოტოს უფრო ღრმა მნიშვნელობას დაუკავშირა[11]:

ვიკიციტატა
„ამ შორეული ხედიდან დედამიწა შესაძლოა კონკრეტული ინტერესის ობიექტად არ ჩანდეს. მაგრამ ჩვენთვის სხვანაირადაა. კვლავ კარგად დააკვირდით ამ წერტილს. ეს აქ არის. ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. მასზე ყველამ, ვინც გიყვარს, ვისაც იცნობ, ვის შესახებ ოდესმე გსმენია, ყოველმა ადამიანმა, რომელიც არსებობდა, ამოწურა თავისი სიცოცხლე. ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის ერთობლიობა, ათასობით საიდუმლო რელიგია, იდეოლოგია, ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და ლაჩარი, ჩვენი ცივილიზაციის ყოველი შემოქმედი და დამანგრეველი, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, ყოველი დედა და მამა, იმედიანი ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, ყოველი მორალის მქადაგებელი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი „სუპერვარსკვლავი“, ყოველი „ზელიდერი“, ყოველი წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა აქ — მტვრის ნაწილაკზე, რომელიც მზის სხივშია ჩაკიდული.

დედამიწა ძალიან მცირე ეტაპია უკიდეგანო კოსმოსურ არენაში. წარმოიდგინეთ ის სისხლის მდინარეები, რომლებიც გენერლებმა და იმპერატორებმა დაღვარეს, რათა მედიდურობითა და ტრიუმფით მათ შესძლებოდათ, გამხდარიყვნენ ამ წერტილის პატარა ნაწილის დროებითი მმართველები. წარმოიდგინეთ ის გაუთავებელი სისასტიკეები, რომლებიც ამ პიქსელის ერთი კუთხის მაცხოვრებლებმა დაატეხეს თავს თითქმის გაურჩევადი სხვა კუთხის მაცხოვრებლებს. როგორ ხშირად ვერ უგებდნენ ერთმანეთს, როგორ ძლიერ უნდოდათ ერთმანეთის დახოცვა, როგორი ფიცხი იყო მათი ზიზღი. ჩვენს მდებარეობას, ჩვენს წარმოსახვით თვითმნიშვნელობასა და ტყუილს იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებული პოზიცია გვაქვს სამყაროში, მკრთალი სინათლის ეს წერტილი ეჭვქვეშ აყენებს. ჩვენი პლანეტა მარტოსული ლაქაა ყოვლისმომცველ უზარმაზარ კოსმოსურ სიბნელეში. ამ ჩვენს წყვდიადში — ამ უკიდეგანობაში — არ არსებობს იმის ნიშანი, რომ საიდანმე მოვა დახმარება, რათა საკუთარი თავებისაგანვე გვიხსნას.

დედამიწა ცნობილთა შორის ერთადერთი ადგილია, სადაც სიცოცხლე არსებობს. არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც, უახლოეს მომავალში მაინც, ჩვენი სახეობა მიგრაციას შეძლებს. ვიზიტი? დიახ. დასახლება? ჯერ არა. მოგწონთ თუ არა, ამ მომენტისათვის დედამიწა ჩვენი ერთადერთი საყრდენია. ასე უთქვამთ, რომ ასტრონომია ის მეცნიერებაა, რომელიც დაგამცირებს და, ამავდროულად, პიროვნულ გამოცდას მოგიწყობთ. შორეული კოსმოსიდან გადაღებული ჩვენი პაწაწინა სამყაროს სურათი, როგორ ჩანს, საუკეთესო საშუალებაა ადამიანის სულელური თვითკმაყოფილების დასაცხრობად. ჩემთვის ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უფრო კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს და დავიცვათ და დავაფასოთ მკრთალი ლურჯი წერტილი — ერთადერთი სახლი ცნობილთა შორის.“
(კარლ სეიგანი, „მკრთალი ლურჯი წერტილი: ადამიანის მომავლის ხედვა კოსმოსში“.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 From Earth to the Solar System-Pale Blue Dot. fettss.arc.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  2. Voyager 1. nssdc.gsfc.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  3. 3.0 3.1 3.2 Mission Overview. starbrite.jpl.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  4. 4.0 4.1 Butrica, Andrew.J (1994). "Chapter 11", From Engineering Science To Big Science, 1st, New York: Random House, გვ. 251. ISBN 0-679-43841-6. 
  5. An Earthly View of Mars. space.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.
  6. It's our dot : For Carl Sagan, planet Earth is just a launch pad for human explorations of the outer universe. pqasb.pqarchiver.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Sagan, Carl. “The Earth from the frontiers of the Solar system - The Pale, Blue Dot“, September 9, 1990. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28. 
  8. 8.0 8.1 Sagan, 1994, pp. 4–5
  9. 9.0 9.1 PIA00450: Solar System Portrait - View of the Sun, Earth and Venus. photojournal.jpl.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.
  10. 10.0 10.1 10.2 Voyager Celebrates 20-Year-Old Valentine to Solar System. NASA. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  11. 11.0 11.1 Bennett, Jeffrey O (2008). Beyond UFOs: The Search for Extraterrestrial Life and Its Astonishing Implications for Our Future. Princeton University Press, გვ. 181–183, 211. ISBN 0-691-13549-5. 
  12. Hans, Christian (2000). Taming the Atom: The Emergence of the Visible Microworld. Courier Dover Publications, გვ. xxi. ISBN 0-486-41447-7. 
  13. Garfinkel, Simson.L. “Sagan looks to space for future salvation“, February 5, 1995. წაკითხვის თარიღი: July 28, 2011. 
  14. Consequences of Exploration: Learning from History Part 1. history.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  15. Pale Blue Dot. The Planetary Society. წაკითხვის თარიღი: 2006-07-27.
  16. Cockell, Charles (2003). Impossible Extinction: Natural Catastrophes and the Supremacy of the Microbial World. Cambridge University Press, გვ. 24,181. ISBN 0-521-81736-6. 
  17. Voyager 1: Pale Blue Dot (February 14, 1990). planetary.org. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  18. 18.0 18.1 Gonzalez, Guillermo; Richards, Jay Wesley (2004). The Privileged Planet: How Our Place in the Cosmos is Designed for Discovery. Regnery Publishing, გვ. X,224, 444. ISBN 0-89526-065-4. 
  19. 19.0 19.1 SOLAR SYSTEM PORTRAIT - EARTH AS 'PALE BLUE DOT. visibleearth.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-13.
  20. An Alien View Of Earth. npr.org. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
  21. Solar System Exploration-Pale Blue Dot. solarsystem.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  22. The Top 10 Views of Earth From Space. thedailystar.net. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-24. წაკითხვის თარიღი: 2013-11-22.
  23. Solar System Portrait – Earth as 'Pale Blue Dot'. NASA. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  24. PIA00452: Solar System Portrait - Earth as 'Pale Blue Dot'. photojournal.jpl.nasa.gov. წაკითხვის თარიღი: 2011-07-27.
  25. იხილეთ HORIZONS ვებ-ინტერფეისული ტუტორიალი და ისწავლეთ, როგორ შევქმნათ ეფიმერიდები და, აქედან გამომდინარე, როგორ გამოვითვალოთ მანძილი დედამიწასა და „ვოიაჯერ 1-ს“ შორის გარკვეულ თარიღებში
  26. 26.0 26.1 Nasa image shows it's a wonderful world. independent.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-07-28.