მიხეილ პოლიევტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ პოლიევტოვი
დაბადების სახელი მიხეილ პოლიევტოვი
დაბადების თარიღი 1872
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის დროშა რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 1942
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ისტორიკოსი, ფილოლოგი
ალმა-მატერი პეტერბურგის უნივერსიტეტი
პროფესია მეცნიერი, პედაგოგი

მიხეილ პოლიევტოვი (დ. 1872, პეტერბურგი — გ. 1942, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მშობლიურ უნივერსიტეტში. 1902 წელს გახდა პრივატდოცენტი, ხოლო 1917 წელს პროფესორი. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იგი მიავლინეს საზღვარგარეთის არქივებში რუსული ხელნაწერების შესასწავლად. მის ნაშრომს „რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტატდის ზავის შემდეგ 1721-1725 წლებში“ 1908 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ცენტრლურ არქივში. 1920 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიხეილ პოლიევტოვი აირჩია მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორად. იკვლევდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და ისტორიის საკითხებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 318.