მიხეილ მილი
იერსახე
მიხეილ მილი (დ. 9 ნოემბერი, 1909, ირკუტსკი — გ. 31 იანვარი, 1970, მოსკოვი) — რუსი ინჟინერი, შვეულმფრენების კონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის საავიაციო ინსტიტუტი. მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში. 1947 წლიდან იყო შვეულმფრენების მშენებლობის საცდელი ბიუროს ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით დააპროექტეს პირველი საბჭოთა სერიული 3-ადგილიანი შვეულმფრენი მი-1.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 696.