მიხეილ იმერლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ იმერლიშვილი (დ. 1913 — გ. 1942) — ქართველი სოფლის მეურნეობის მუშაკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ იმერლიშვილი უმაღლესი განათლებით იყო. მობილიზაციამდე მუშაობდა აგრონომად. 1941 წლის 25 აგვისტოდან მსახურობდა წითელი არმიის რიგებში. საგამოძიებო საქმის მიხედვით, მიხეილ იმერლიშვილი 1941 წელს მობილიზაციით წითელი არმიის რიგებში გაიწვიეს მაშინ, როცა გერმანიის ჯარები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. 1942 წლის 20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა მიხეილ იმერლიშვილს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. იყო ორგანიზაცია „სამანის“ წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეთვაძე ნ., XX საუკუნის 40-იანი წლების ეროვნული მოძრაობა (სამანელები), თბ., 2021, გვ. 62

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]