მიხეილ გაგნიძე
მიხეილ გაგნიძე (დ. 3 ნოემბერი, 1901, თბილისი — გ. 4 მაისი, 1968) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1961)[1].
მიხეილ გაგნიძე დაიბადა ქალაქ თბილისში. 1928 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან არსებული სტუდია. 1922 წლიდან სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, ნაძალადევის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დასში 1926 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: მეზღვაური (ფ. ლიფსკეროვის „კარმენსიტა“), პარტიზანი (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), თეთრი ბაპი (შ. დადიანის „თეთნულდი“). მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის დრამატული თეატრის ქართულ დასში 1936 წლიდან, სადაც შესრულებული აქვს შემდეგი როლები: პეპია (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“) და სხვა. მიხეილ გაგნიძე ეწეოდა ასევე რეჟისორულ მოღვაწეობასაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 527.