მიხეილ ამირაჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი (დ. 1833 ― გ. 25 ნოემბერი, 1903, თბილისი) — რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1899).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო სამსახური დაიწყო თბილისის გრენადერთა პოლკში რიგით ჯარისკაცად (1851). ყირიმის ომის (1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინაღმდეგ მონქწილეობდა ს. ბაიანდურის, ბაშკადიკლარისა და ყარსის ბრძოლებში. 1877 წელს ამირაჯიბი დაინიშნა ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა) 156-ე პოლკის მეთაურად. ამირაჯიბმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 ომის დროს, იერიშით აიღო გელიავერდის სიმაღლეები, რამაც განაპირობა არდაჰანის დაცემა. თავი ისახელა დევე-ბოინუსთან ბრძოლაში. 1877 ამირაჯიბმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1893 წელს იგი 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად დაინიშნა, 1899 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით - კავკასიის I საარმიო კორპუსის მეთაურად. ამირაჯიბი დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]