მიშელ პეტრუჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ პეტრუჩიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1962
დაბ. ადგილი ორანჟი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1999 (36 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Petrucciani
ჟანრ(ებ)ი ჯაზი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1975–99
მიშელ პეტრუჩიანი ვიკისაწყობში

მიშელ პეტრუჩიანი (miʃɛl pɛtʁutʃani; დ. 28 დეკემბერი, 1962, ორანჟი, საფრანგეთი — გ. 6 იანვარი, 1999, ნიუ-იორკი, აშშ) — ფრანგი ჯაზ–პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საფრანგეთში, ორანჟში, 1962 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ-ფრანგულ ოჯახში, მამა, ტონი უკრავდა გიტარაზე, ძმა ლუი - ბას-გიტარაზე.

მიშელს დაბადებიდანვე ჰქონდა მემკვიდრეობითი დაავადება - სუსტი, განუვითარებელი სხეული, მხოლოდ ხელის მტევნები ჰქონდა ჩვეულებრივად განვითარებული.

კარიერის დასაწყისში მამას და ძმას იგი თავად დაჰყავდათ, რადგან მიშელს არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ადრეული ასაკიდან უკრავდა ფორტეპიანოზე და ყოველთვის იყო გატაცებული ჯაზით.

მიშელ პეტრუჩიანიმ პირველ კონცერტი გამართა 13 წლის ასაკში - ეს იყო მძიმე პერიოდი მის ცხოვრებში, ვინაიდან, ყველაფერთან ერთად, უნდა შეემუშავებინა თავისებური ტექნიკა, რადგან სიმაღლის გამო ვერ იყენებდა პედლებს. შემდგომში, ამ ტექნიკის გამომუშავებით, იგი საერთოდ არ იყენებდა პედალს.

1982 წელს მიშელი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც მისი, როგორც მუსიკოსის, წარმატებული კარიერა დაიწყო. 1886 წელს მან ჩაწერა პირველი ალბომი. სხვადასხვა დროს იგი გამოდიოდა სცენაზე ცნობილ ამერიკელ ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად. 1994 წელს პარიზში მას გადასცეს ღირსების ორდენი.

გარდაიცვალა 1999 წლის 6 იანვარს, ფილტვების დაავადებით. დაკრძალულია პარიზში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]