შინაარსზე გადასვლა

მიქსოსპორიდიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქსოსპორიდიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Myxosporidia

მიქსოსპორიდიები, ლორწოვანი სპოროვნები (ლათ. Myxosporidia) — უმარტივესთა რიგი კნიდოსპორიდიების კლასისა. შეიცავს 800-მდე სახეობას. მიქსოსპორიდიები თევზის ნაღვლისა და შარდის ბუშტის, შარდსაწვეთებისა და სხვადასხვა ქსოვილის, იშვიათად ამფიბიისა და კუს პარაზიტებია. მიქსოსპორიდიების ვეგეტატიური ფორმაა მოძრავი პლაზმოდიიმები (15 მკმ-იდა 11 მმ-მდე). მრავლდებიან უსქესოდ და სქესობრივად. სქესობრივი გამრავლებით წარმოიქმნება 1 ან რამდენიმე მრავალუჯრედიანი სპორა. სპორები თევზის ორგანიზმიდან წყალში გამოიყოფა, სადაც მათ ახალი მასპინძელი — ცხოველი ყლაპავს. აქ ჩანასახიშედის ლორწოვან გარსში და სისხლს გადააქვს ქსოვილებსა და ორგანოებში, სადაც იგი იზრდება და ფორმირდება. ზოგი სახეობა იწვევს თევზის საშიშ დაავადებას — მიქსოპორიდიოზმს.