შარდსაწვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარდსაწვეთითირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გამტარი მილი. ადამიანის შარდსაწვეთის სიგრძე საშუალოდ 30-35 სმ, დიამეტრი — 7-9 მმ-ს აღწევს. მდებარეობს ექსტრაპერიტონეალურად ხერხემლის გვერდებზე. განარჩევენ შარდსაწვეთის მუცლისა და მენჯის ნაწილებს. შარდსაწვეთის კედელი შედგება შემაერთებელქსოვილოვანი (გარეთა), კუნთოვანი (შუა) და ლორწოვანი (შიგნითა) გარსებისაგან. შარდსაწვეთი ირიბად კვეთს შარდის ბუშტის კედელს, ამიტომ ბუშტის ავსებისას იგი დაიხშობა და შარდის ბუშტიდან შარდის რეტროგრადულად (უკან), თირკმლისაკკენ აღმა სვლა აღარ ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]