მიქთათ ჯიხაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიქთათ ჯიხაშვილი (დ. 9 დეკემბერი, 1929. ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 12 სექტემბერი, 1998. საქართველო) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1929 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში. 1953-56 წლებში სწავლობდა მოსკოვის საგზაო ინსტიტუტში. 1959 წელს დაინიშნა ქ. ბათუმის რაიონის საგზაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსად, შემდეგ ხულოს საგზაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსად. ამის შემდეგ კი დაინიშნა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად. 1972-75 წლებში სწავლობდა ბათუმის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში. 1965 წლიდან პარტიის წევრი. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1979 წელი), საქართველოს რესპუბლიკის "გზის საპატიო მუშაკის" წოდებით. 1981 წელს მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.