შინაარსზე გადასვლა

მიუონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუონი
ინგლ. Muon
შემადგენლობა ფუნდამენტური ელემენტარული ნაწილაკი
ოჯახი ფერმიონი
ჯგუფი ლეპტონი
თაობა მეორე
მონაწილეობს ურთიერთქმედებებში სუსტი, ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული
სიმბოლო μ-
ანტინაწილაკი ანტიმიუონი (μ+)
აღმოჩენილია კ. ანდერსონი და ს. ნედრემაიერი (1936)
მასა 1.883531627(42)×10−28 კგ
105.6583755(23) მევ/c²
დაშლის პერიოდი 2.1969811(22)×10−6 წამ
მუხტი
მუხტის ფერადობა არ გააჩნია
სპინი
სუსტი იზოსპინი LH: , RH: 0
სუსტი ჰიპერმუხტი LH: , RH:

მიუონი,[1] μ-მეზონილეპტონების ჯგუფის არასტაბილური ელემენტარული ნაწილაკი, რომლებიც არ მონაწილეობს ელემენტარული ნაწილაკების ძლიერ ურთიერთქმედებაში. მისი მასა მეგევ (რაც ~207-ჯერ მეტია ელექტრონის მასაზე), სპინი – 1/2, სიცოცხლის ხანგრძლივობა – 2.2×10−6 წმ. არსებობს დადებითად დამუხტული () და უარყოფითად დამუხტული () მიუონები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ნაწილაკს და ანტინაწილაკს წარმოადგენენ.

1936 წელს მიუონები აღმოაჩინეს კოსმოსურ სხივებში ამერიკელმა ფიზიკოსებმა კ. ანდერსონმა და ს. ნედრემაიერმა. ზღვის დონეზე მიუონები შეადგენენ კოსმოსური გამოსხივების დამუხტული ნაწილაკების 2/3. კოსმოსური სხივების ნაკადში მიუონების ძრითადი ნაწილი წარმოიშობა პიონების დაშლის შედეგად . ხელოვნურად მიუონი მიიღება ამჩქარებლებში სამიზნეების ატომბირთვების პროტონებით დაბომბვის დროს. ამ პროცესში პირველ ეტაპზე წარმოიშობა პი- და კა-მეზონები, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი დაშლის შედეგად, რაც გამოწვეულია სუსტი ურთიერთქმედებით — მიუონები; იმავე სუსტი ურთიერთქმედების გამო თვით მიუონიც იშლება () თავისუფალი მიუონის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2.2×10−6 წმ. უარყოფითი მიუონის სიცოცხლის ხანგრძლივობა ნივთიერებაში უფრო ნაკლებია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მიუონის გაქრობა მათ დაშლასთან ერთად გამოწვეულია აგრეთვე მათი ჩატაცებით ნივთიერების დადებითად დამუხტული ატომბირთვების მიერ სუსტი რეაქციის შედეგად: ( პროტონია, ნეიტრონი).

  1. ჩქარეული ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 22.