მისტასინი
იერსახე
| მისტასინი | |
|---|---|
| კოორდინატები: 50°57′ ჩ. გ. 73°42′ დ. გ. / 50.950° ჩ. გ. 73.700° დ. გ. | |
| მდებარეობა | |
| ტერიტორიული ერთეული | კვებეკი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 372 მ |
| სიგრძე | 161 კმ |
| სიგანე | 19 კმ |
| ფართობი | 2,164 კმ² |
| მოცულობა | 150 კმ³ |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 3,235 კმ |
| საშუალო სიღრმე | 69.3 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 183 მ |
მისტასინი (ინგლ. Lake Mistassini) — ტბა კანადაში, კვებეკის პროვინციაში. მდებარეობს ლავრენტის მაღლობის წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 372 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 2,164 კმ², აუზის ფართობი 19,676 კმ², საშუალო სიღრმე 69.3 მ, მაქსიმალური სიღრმე 183 მ. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე რუპერტი. ბევრია თევზი. გარშემო ტყეა. ტბა აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა შარლ ალბანელმა 1672 წელს. სახელწოდება კრი და ინუ-აიმუნის ენებზე ნიშნავს „დიდ ქვას“, რაც შესაძლოა ტბაში მდებარე დაახლოებით 3 მ სიმაღლის ერატიკულ ლოდთან იყოს ასოცირებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მისტასინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)