მირმეკოფილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭიანჭველები აკაციაზე

მირმეკოფილიაჭიანჭველების მიერ ზოგიერთი მცენარის გამოყენება თავშესაფრად და საკვებად. ჭიანჭველები სახლდებიან მცენარის ღეროებში, ეკლებში, მუხლთშორისებსა და სხვა, ან იკვებებიან მათი გამონაყოფებით. მირმეკოფილია უმეტესად გავრცელებულია ამერიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკებში. მირმეკოფილიის ფორმაა სხვადასხვა ცხოველის შეგუება ჭიანჭველების ბუდეში ცხოვრებასთან. ჭიანჭველების დამოკიდებულება მირმეკოფილებთან შეიძლება ნეიტრალური იყოს; ხშირია სიმბიოზის და კომენსალიზმის შემთხვევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]