შინაარსზე გადასვლა

მირზა ალექპერ საბირის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირზა ალექპერ საბირის ძეგლი
კოორდინატები 40°22′07″ ჩ. გ. 49°50′03″ ა. გ. / 40.36861° ჩ. გ. 49.83417° ა. გ. / 40.36861; 49.83417
მდებარეობა ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მოქანდაკე ჯალალ კარიაღდი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 30 აპრილი, 1958

მირზა ალექპერ საბირის ძეგლი (აზერ. Mirzə Ələkbər Sabirin heykəli) — დაიდგა ბაქოში ისტიგლალიათის ქუჩაზე 1958 წელს ისმაილიას სასახლის მახლობლად არსებულ ბაღში. სკულპტორი - ჯ. კარიალდი, არქიტექტორები - გ. ალიზადე და ენვერ ისმაილოვი.

ძეგლი დადგმულია აზერბაიჯანელი პოეტის მირზა ალექპერ საბირის პატივსაცემად. პირველი ძეგლი დაიდგა 1922 წელს პოეტის გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ეს ძეგლი შესრულებული იქნა სკულპტორ იაკობ კეილიჰესის და არქიტექტორ ი. სირიშჩევის მიერ. რკინაბეტონის სკულპტურის კვარცხლბეკის სიმაღლე შეადგენდა 3,75 მეტრს, ხოლო თვითონ პოეტის სკულპტურა შესრულებული იყო მისი სიმაღლის შესაბამისად. კვარცხლბეკი შესრულებული იყო ეროვნული ხუროთმოძღვრობის ტრადიციების შესაბამისად ოთხკუთხა საფუძველით, რომელიც დამუშავებული იყო სტალაქტიტებით და მასში გაკეთებული ჭრილებით.[2] ეს იყო პირველი სკულპტურული ძეგლი, რომელიც დაიდგა ბაქოში.[3]

გარკვეული დროის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ძეგლს გააჩნდა რამდენიმე ნაკლი, გადაწყდა მონუმენტის შეცვლა ახლით. 1958 წლის 30 აპრილს გაიხსნა პოეტ მირზა ალექპერ საბირის ახალი ძეგლი იმავე ადგილას, სადაც იდგა ძველი. ახალი ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც შეასრულეს სკულპტორმა ჯალალ კარიაღდიმ და არქიტექტორებმა გ. ალიზადემ და ე. ისმაილოვმა, აღმართულ იქნა შავი პოლირებული გრანიტის - ლაბრადორის კვარცხლბეკზე.

ძველი ძეგლი გადაიტანეს ბალახანში, პოეტის სახელობის ბაღში. ძეგლი დგას ყოფილი სკოლის შენობის წინ, სადაც საბირი მასწავლებლად მუშაობდა.

  1. М. Тарланов. Р. Эфендиев. Изобразительное искусство Азербайджанской ССР. Советский художник. 1957. 32
  2. Агаев Н. [ http://www.anl.az/down/medeniyyet2008/may/medeniyyet2008_may_953.htm Неподвластный волнам времени] Бакинский рабо­чий 2008.- 24 мая.
  3. Кейлихис (Кейхилис) Яков Израилевич (Иосифович) დაარქივებული 2011-12-16 საიტზე Wayback Machine. artru.info 2013-06-14