მირა (ვარსკვლავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მირა (ვეშაპის Ο) — აღმოჩენის რიგის მიხედვით პირველი ცვალებადი ვარსკვლავი. მისი ბრწყინვალება საშუალოდ 331,5-დღე-ღამიანი პერიოდით ცვალებადობს 2-დან 10,1 ვიზუალურ ვარსკვლავიერ სიდიდემდე, რაც აიხსნება ვარსკვლავის რადიალური პულსაციით (დიამეტრი იცვლება ≈ 10%-მდე) და ამით გამოწვეული ტემპერატურის ცვალებადობით. მირას ცვალებადობა აღმოაჩინა დ. ფაბრიციუსმა 1596 წელს. დიამეტრი ≈ 500 მილიონი კმ, მზიდან მანძილი 77 პს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]