მინსკის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინსკის დრამატული თეატრიიანკა კუპალას სახელობის აკადემიური თეატრი, უძველესი დრამატული თეატრი მინსკში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში. შეიქმნა 1920 წელს მინსკში, ეწოდებოდა ბელორუსიის სახელმწიფო თეატრი, (1926 წლიდან ბელორუსიის სახელმწიფო დრამატული თეატრი). 1921-1931 წლებში თეატრს ხელმძღვანელობდა ე. მიროვიჩი. პირველ წლებში თეატრი დგამდა ეროვნულ, ისტორიულ და ფოლკლორულ პიესებს. მნიშვნელოვანი დადგმებია: ე. რომანოვიჩის "ხიდი" (1929 წელი), კ. ჩორნის "მამული" (1932 წელი), ა. ოსტროვსკის "მგლები და ცხვრები" (1936 წელი), ი. კუპალას "პავლინკა" (1944 წელი). პოგოდინის "კრემლის კურანტები" (1956 წელი), და "მესამე პათეტიკური" (1959 წელი) და სხვა. 1940 წელს თეატრი დააჯილდოვეს შრომის წითელი დროშის ორდენით; 1944 წელს მიეკუთვნა იანკა კუპალას სახელი , 1955 წელს მიენიჭა აკადემიური თეატრის წოდება. სხვადასხვა დროს თეატრში მუშაობდნენ: ვ. ვლადიმირსკი. ო. გალინა, გ. გლებოვი, გ. გრიგონისი და სხვა. დასში ირიცხებიან (1979 წლიდან) სსრკ სახელობის არტისტები — პ. მოლჩანოვი, ლ. რახლენკო, ლ. რჟეცკაია, ზ. სტომა; ბელორუსიის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის სახელობის არტისტები — ზ. ბროვარსკაია, ლ. დავიდოვიჩი, ნ. ერიომენკო და სხვა. მთაარი რეჟისორია რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვ. რაევსკი, მთავარი მხატვარი — ბელორუსიის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბ. გერლოვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]