მინისტერიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მინისტერიალები (ლათ. ministeriales, ლათ. ministerium-დან — სამსახური, თანამდებობა) — შუა საუკუნეების ევროპაში (ძირითადად გერმანიაში) მცირე რაინდობის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობდნენ პატარა ფეოდებს და ჰქონდათ სამხედრო სამსახურის ვალდებულება მონარქის ან მსხვილი ფეოდალისადმი. XI საუკუნიდან მინისტერიალებს გერმანიაში შეადგენდნენ დინსტმანების (Dienstmannen) განსაკუთრებული ფენა, რომელიც მოქალაქეებსა და სოფლის თავისუფალ მოსახლეობაზე უფრო მაღლა იდგა, თუმცა თავისუფალ რაინდებზე დაბლა. მათი არათავისუფალი მდგომარეობის მაჩვენებელი იყო ის, რომ მათ არ შეეძლოთ საკუთარი სურვილით სამხედრო სამსახურის დატოვება. განსაკუთრებული მნიშვნელობა გერმანიაში მინისტერიალებმა მიიღეს XII-XIV საუკუნეებში, როდესაც მოიპოვეს ცალკეული ფენის უფლებები, პირადი თავისუფლება და გერმანიის სამთავროებში ცენტრალური ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Министериалы». БСЭ, 3-е издание.
  • Arnold, Benjamin. German Knighthood 1050—1300 (Oxford: Clarendon Press, 1985) (ინგლისური)