მინიმალიზმი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მინიმალიზმი მუსიკაში ― მეთოდი კომპოზიციაში, რომელიც დამყარებულია უმარტივეს ხმოვან და რითმულ კანონზომიერებებზე ანუ „პატერნებზე“. მთელი კომპოზიციის განმავლობაში პატერნები ხშირად მეორდება და შეუმჩნევლად იცვლება. აშშ-ში მინიმალიზმის პოპულარობის პიკი 1960-იანი წლების მეორე ნახევარში აღინიშნებოდა, ასევე 1970-იანების პირველ ნახევარში. დასავლეთ ევროპასა და რუსეთში მინიმალიზმისადმი ინტერესი აღინიშნებოდა 1980-იანი წლების ბოლოსკენ.

დამახასიათებელი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორი-მინიმალისტი მოდელის როლში კანონზომიერებისთვის (ინგლ. Pattern) იყენებს ცალკეულ ხმას, ინტერვალს, აკორდს, მოტივს (მოკლე მელოდიური „ფრაზა“). პატერნების „ვარიაცია“ ხშირად მეორდება დიდი დროის განმავლობაში.

მინიმალიზმის ესთეტიური კონცეფციის საფუძველი არის იდეა, რომელიც შეესაბამება სტატიკური დროის დინამიურ წინააღმდეგობას ფსიქოლოგიურად რთულად გადასატან დროსთან. ხშირად განმეორებადი პატერნები თითქმის შეუმჩნეველი ცვლილებებით ხდის მინიმალისტების მუსიკას სმენისთვის მარტივად აღსაქმნელს.

ტერმინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „მინიმალიზმი“ შემოტანილ იქნა კომპოზიტორ-კრიტიკოსების მაიკლ ნაიმანის და ტომ ჯონსონის მიერ. ტერმინი ხშირად იწვევდა უთანხმოებას, თუმცა ხშირად იყო გამოყენებული 1970-იანი წლების შუა პერიოდში. ვიზუალური ხელოვნების ტერმინის მუსიკალურისთვის მინიჭება გაპროტესტებულ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ მინიმალიზმის მუსიკალური და ვიზუალური გამოხატვა ორივე ერთნაირად მოიცავს მარტივ გამოხატვას და ზედმეტი დეკორაციული დეტალების არქონას. კომპოზიტორები, რომლებიც ასოცირდებიან მინიმალიზმთან, ხშირად უარყოფენ ამ ტერმინს, მათ შორის ფილიპ გლასი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ტერმინი უნდა აღმოიფხვრას. წინააღმდეგობების მიუხედავად მინიმალიზმი პრაქტიკასა და ხელოვნების ისტორიაში XX საუკუნეში შემოვიდა ზუსტად ამავე სახელწოდებით.

მინიმალიზმის ნოვატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინიმალიზმის აღმომჩენად და ნოვატორად აღიარებულია ჯონ ქეიჯი, თუმცა მის კვალდაკვალ უამრავ მინიმალისტთან ერთად ჩნდება ექსცენტრიული ფრანგი კომპოზიტორი ერიკ სატი, რომელმაც 1916 წელს შექმნა ჟანრი „Furniture Music“, რომელიც სრულდება „არა იმიტომ, რომ მას მოუსმინონ, არამედ იმისთვის, რომ მასზე სულ მცირე ყურადღებაც კი არ გაამახვილონ“. მისი მუსიკა ხშირად ისმოდა მაღაზიებში, გამოფენებზე ან სალონებში, მუსიკაში კი უამრავჯერ მეორდებოდა ერთი და იგივე მელოდია ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. თუმცა მისი ეს აღმოჩენა დარჩა ყველასთვის გაუგებარი და მიუღებელი. მუსიკამ მის თანამედროვეებში ვერ ჰპოვა მხარდაჭერა.

ერიკ სატის გარდა ამ მიმდინარეობას კიდევ ერთი აღმომჩენი ჰყავდა. ეს იყო ერიკ სატის უფროსი კოლეგა ექსცენტრიული ფრანგი მწერალი-იუმორისტი ალფონს ალე. ოთხი წლის შემდეგ, რაც სატიმ დაწერა „Vexations“, ალფონსმა გამოაქვეყნა თავისი „Funeral March for the Obsequies of a Great Deaf Man“, რომელიც არ შეიცავს არც ერთ ნოტს, მხოლოდ სამარისეული სიჩუმე, რომელიც მიუძღვნა გარდაცვლილს. ამ მუსიკის პარტიტურა წარმოადგენდა ცარიელ ნოტების ფურცელს.

პოსტმინიმალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც მინიმალიზმმა ჰპოვა დიდი ინტერესი პუბლიკაში და გაჩნდა მრავალი მინიმალისტი, წარმოიშვა კიდევ ერთი მუსიკალური მიმდინარეობა ― პოსტმინიმალიზმი.