ჯონ ქეიჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეიჯი (მარჯვნივ) და დევიდ ტუტორი

ჯონ ქეიჯი (John Milton Cage, Jr. ცნობილი როგორც John Cage; დ. 5 სექტემბერი, 1912 – გ. 12 აგვისტო, 1992) – ამერიკელი კომპოზიტორი, პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკის თეორისტი, მოყვარული მიკოლოგისტი და არტისტი შოტლანდიელი წარმოშობისა. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი/მუსიკოსი, რომელმაც წარმოადგინა ახალი და განსხვავებული სტილის მუსიკა ფართო საზოგადოებაში. მისი შემოქმედება უმეტესად ავანგარდი და ელექტრონული მუსიკაა. მისი გახმაურებული ქმნილებაა 4'33", რომელმაც კიდევ ერთხელ წამოჭრა მუსიკის დეფინიციის დაუხვეწაობის პრობლემა.